„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 25. რეფინანსირების ბანკის მოვალის ფინანსური სირთულეები
1. ამ კანონის მე -18−24- ე მუხლების დებულებები იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების , მართვისა და გადახდისუუნარობის შესახებ , აგრეთვე მასთან დაკავშირებით სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების პროგრამასა და რეფინანსირების ბანკის მოვალეზე .
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეფინანსირების პროგრამის განცალკევების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოვალის პროგრამის ადმინისტრატორად დანიშნოს რეფინანსირების ბანკი .
3. რეფინანსირების ბანკი , რომელიც ამ მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად ასრულებს პროგრამის ადმინისტრატორის ფუნქციებს , უფლებამოსილია დაისაკუთროს მოვალის კუთვნილი უზრუნველყოფის აქტივები , რომელთა წმინდა მიმდინარე ღირებულება რეფინანსირების ინსტრუმენტის ( ინსტრუმენტების ) საფუძველზე ვადამოსული გადასახდელების ოდენობას არ აღემატება , და დაარეგისტრიროს ისინი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში . უზრუნველყოფის აქტივების დასაკუთრებით უზრუნველყოფის აქტივების წმინდა მიმდინარე ღირებულების ფარგლებში წყდება რეფინანსირების ბანკის მიმართ არსებული , რეფინანსირების ინსტრუმენტიდან ( ინსტრუმენტებიდან ) გამომდინარე ვადამოსული გადახდის ვალდებულებები . რეფინანსირების ბანკის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას მოვალის თანხმობა არ სჭირდება . თავი VII იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის რეგულირება და ზედამხედველობა
