ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 14 ნოე. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს კანონი არეგულირებს ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების − ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტისა და ტანის აღკვეთილის − შექმნისა და მართვის სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს.

2.ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიებისთვის მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2211111152111
მნიშვნელობით ახლოსთრუსოს დაცული ლანდშაფტ…არაგვის დაცული ლანდშაფ…რაჭის დაცული ტერიტორიე…ბუნების ძეგლების შექმნ…მაჭახელას დაცული ლანდშ…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა