ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 14 ნოე. 2022

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნა; ბ) მოაწესრიგოს ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (სამართლებრივი მექანიზმი); გ) დაადგინოს ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების მართვის სისტემა; დ) მოაწესრიგოს ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმები; ე) უზრუნველყოს ტანისა და თეძმის დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული მნიშვნელობის მქონე, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში − საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმების ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვა, რაც სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს, აგრეთვე საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება.

2.ამ კანონის ძირითადი ამოცანაა, ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების ფარგლებში: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებითა და ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული,  ბუნებრივი ან სახეცვლილი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების − ტანისა და თეძმის ხეობების ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს ტანისა და თეძმის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს მიწის, ტყის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და რაციონალური გამოყენება, ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და შენარჩუნება; დ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციისთვის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; ე) ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას; ვ) ბუნების აქტიური დაცვითა და ტრადიციული ადგილობრივი საქმიანობების შენარჩუნებით ხელი შეუწყოს ბუნებისა და კულტურის ურთიერთქმედების დაბალანსებას.

3.ამ კანონით გათვალისწინებული ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმით, ტანის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4432222221222
მნიშვნელობით ახლოსთრუსოს დაცული ლანდშაფტ…მაჭახელას დაცული ლანდშ…რაჭის დაცული ტერიტორიე…არაგვის დაცული ლანდშაფ…გარემოს დაცვის შესახებჯავახეთის დაცული ტერიტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა