თავდაცვის კოდექსი

მუხლი 145. სადისციპლინო საბჭო

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სადისციპლინო საბჭო, რომელიც დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოა, განიხილავს: ა) სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად; ბ) სამხედრო მოსამსახურის განცხადებას საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის (გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე (დისციპლინური პასუხისმგებლობის გადასინჯვა).

2.სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს დისციპლინური საქმე ან/და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის გარემოებათა დამატებით გამოსაკვლევად; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს წარუდგინოს რეკომენდაცია სამხედრო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ კოდექსის 147-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

3.სადისციპლინო საბჭოების რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სადისციპლინო საბჭო, რომელიც დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ორგანოა, განიხილავს: ა) სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად; ბ) სამხედრო მოსამსახურის განცხადებას საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის (გარდა სამსახურიდან გათავისუფლებისა) კანონიერების შესწავლის თაობაზე (დისციპლინური პასუხისმგებლობის გადასინჯვა). 2. სადისციპლინო საბჭო უფლებამოსილია: ა) განიხილოს დისციპლინური საქმე ან/და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დისციპლინური საქმის გარემოებათა დამატებით გამოსაკვლევად; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირს წარუდგინოს რეკომენდაცია სამხედრო მოსამსახურისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაცია ამ კოდექსის 147-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 3. სადისციპლინო საბჭოების რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11²¹75⁴¹75⁴²75⁵¹1037949089147146142145
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაერთო სასამართლოების …დანაშაულის პრევენციის,…საჯარო სამსახურის შესა…შემოსავლების სამსახური…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა