სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღინიშნება: ა) სადისციპლინო კოლეგიის დასახელება; ბ) სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა; გ) დისციპლინური საქმის განხილვის დრო; დ) დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლის სახელი, გვარი და თანამდებობა; ე) დისციპლინური სამართალწარმოების დამწყები თანამდებობის პირის ვინაობა და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს დასახელება; ვ) დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის თარიღები; ზ) დისციპლინური საქმის გარემოებები; თ) დისციპლინური ბრალდებისა და მოსამართლის ახსნა-განმარტების შინაარსი; ი) მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, გადაწყვეტილების შინაარსი და მოტივაცია; კ) დისციპლინური გადაცდომის სახე, რომლისთვისაც მოსამართლეს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, და დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების სახეები; ლ) დისციპლინური საქმის შეწყვეტის, მოსამართლის გამართლების, მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის ან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წარდგინების საფუძველი. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
მუხლი 75⁵¹. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების შინაარსი
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №27 · ძალაშია 1 მაი. 2018-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
4 აგვ. 2010 – 1 მაი. 2018 მუხლი კანონში არ იყო
… – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

