სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ

მუხლი 5. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკა მოიცავს სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენციას, შემცირებასა და მართვას, სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებას.

2.სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების პოლიტიკას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და სამინისტრო.

3.სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების, ჭარბი სურსათის შეწირულებისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების შემუშავებას და საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბებას, აგრეთვე სურსათის შეწირულების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სათანადო წამახალისებელი ზომების მიღებას და შესაბამისი პროგრამების დანერგვას, ჭარბი სურსათის გამოყენების, მართვისა და გადანაწილების თაობაზე წინადადებების შემუშავებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 4 აპრ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
271417²26¹19641220 (დ…6415
მნიშვნელობით ახლოსსურსათის დანაკარგებისა…საზოგადოებრივი ჯანმრთე…სურსათის/ცხოველის საკვ…ნარჩენების მართვის კოდ…მუნიციპალური ნარჩენები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა