Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანარჩენების მართვის კოდექსიმუხლი 6

ნარჩენების მართვის კოდექსი

მუხლი 6. ნარჩენების

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:ნარჩენების მართვასამთო მოპოვება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:2345677¹89

მართვის სფეროში კომპეტენტური ორგანოები 1. ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) ნარჩენების აღრიცხვა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის წარმოება ამ კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად; გ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება ამ კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად; დ) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია და გეგმის განხორციელების ანგარიშის წარდგენა ამ კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად; ე) ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციის წარმოება; ვ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა; ვ 1 ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით; ვ 2 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა; ზ) ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

2.სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად არეგულირებს ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვას ამ კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად.

3.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამინისტროსთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და აკონტროლებს სამედიცინო ნარჩენების მართვას.

4.სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და ზედამხედველობს ცხოველური ნარჩენების მართვას.

5.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება გასცემს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობას.

6.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებენ და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენენ კანონქვემდებარე აქტის/აქტების პროექტს/პროექტებს, რომლითაც/რომლებითაც განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, კერძოდ, მოთხოვნები: ა) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების სტანდარტებისადმი; ბ) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი კონტეინერისადმი; გ) სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გამოცდილებისადმი.

7.სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით. აღნიშნული უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება სხვა მესამე პირს გადაეცეს.

7¹.სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ 2 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით.

8.ამ კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების მართვა (მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება) ამ კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და ამავე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებისა.

9.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, ოპერირება და დახურვა განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1692 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3065 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6921 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1449 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №489 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №664 – ვებგვერდი, 13.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1552 – ვებგვერდი, 30.04.2026წ

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
მართვის სფეროში კომპეტენტური ორგანოები 1. ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) ნარჩენების აღრიცხვა და ნარჩენების მონაცემთა ბაზის წარმოება ამ კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად; გ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება ამ კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად; დ) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია და გეგმის განხორციელების ანგარიშის წარდგენა ამ კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად; ე) ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების რეგისტრაციის წარმოება; ვ) ნარჩენების პრევენციის, სეპარირების, წინასწარი დამუშავების, ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობა; ვ 1 ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით; ვ 2 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა; ზ) ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. 2. სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად არეგულირებს ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვას ამ კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამინისტროსთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და აკონტროლებს სამედიცინო ნარჩენების მართვას. 4. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს და ზედამხედველობს ცხოველური ნარჩენების მართვას. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება გასცემს სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობას. 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი დაწესებულება სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებენ და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენენ კანონქვემდებარე აქტის/აქტების პროექტს/პროექტებს, რომლითაც/რომლებითაც განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, კერძოდ, მოთხოვნები: ა) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალების სტანდარტებისადმი; ბ) ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელი კონტეინერისადმი; გ) სახიფათო ნარჩენების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გამოცდილებისადმი. 7. სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით. აღნიშნული უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება სხვა მესამე პირს გადაეცეს. 7 1 . სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ 2 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით. 8. ამ კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება მუნიციპალური ნარჩენების მართვა (მათ შორის, მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება) ამ კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და ამავე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებისა. 9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, ოპერირება და დახურვა განეკუთვნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1692 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3065 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15  ივლისის კანონი №6921 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1449 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №489 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №664 – ვებგვერდი, 13.06.2025წ. საქართველოს 2026  წლის 29  აპრილის კანონი №1552  – ვებგვერდი, 30.04.2026წ

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 აპრ. 2026
  2. 13 ივნ. 2025
  3. 18 აპრ. 2025· გამოქვეყნდა 16 აპრ. 2025
  4. 1 მაი. 2022· გამოქვეყნდა 24 მარ. 2022
  5. 28 ივლ. 2020
  6. 11 ივლ. 2018
  7. 1 იან. 2018· გამოქვეყნდა 21 ივნ. 2017
  8. 14 დეკ. 2017
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარჩენების განთავსების ნებართვასერვისის გვერდი
  • ნარჩენების მართვის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ნარჩენების მართვის ნებართვასერვისის გვერდი
  • სამთო სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №23

  • 8 ცვლილება · ბოლო 30 აპრ. 2026
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 11 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 12მუხლი 16მუხლი 28მუხლი 30

მიუთითებენ მასზე

მუხლი 12მუხლი 18მუხლი 49„მუნიციპალური ნარჩ… 5 (დანართი 1)

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 12ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა
  • 4ნარჩენების
  • 11ნარჩენების მართვის სტრატეგიები

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 5რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანოები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 13სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 6ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირება

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 5 (დანართი 1)მუნიციპალიტეტის უფლებები და ვალდებულებები

საქართველოს ტყის კოდექსი

  • 18სამინისტროს კომპეტენცია

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 3სამრეწველო ემისიების პრევენციისა და კონტროლის სფეროებში კომპეტენტური ორგანოები და მათი უფლებამოსილებები

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 34 (დანართი 1)ნარჩენების მიღების პროცედურა

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 6წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტური ორგანოები

რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ

  • 57რადიოაქტიური ნარჩენების მართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61311121628301849434 (დ…55 (და…1836
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…მუნიციპალური ნარჩენები…რადიოაქტიური ნარჩენები…გარემოს დაცვის შესახებნარჩენების იმპორტის, ე…საქართველოს ტყის კოდექ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026