Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანარჩენების მართვის კოდექსიმუხლი 12

ნარჩენების მართვის კოდექსი

მუხლი 12. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:ნარჩენების მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ კოდექსის მიზნის მისაღწევად და ნარჩენების მართვის პრინციპებისა და ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული პოლიტიკის განსახორციელებლად სამინისტრო ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად ყოველ 3 წელიწადში შეიმუშავებს ნარჩენების მართვის 3-წლიან ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2.ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე სამინისტრო აწყობს საჯარო განხილვებს, რომლებშიც მონაწილეობენ შესაბამისი დაინტერესებული პირები.

3.ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას დამტკიცების შემდეგ სათანადო წესით აქვეყნებს საქართველოს მთავრობა.

4.სამინისტრო 3 წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობას წარუდგენს გეგმის განხორციელების ანგარიშს.

5.ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმით განისაზღვრება გარემოსათვის უსაფრთხო ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ნარჩენების პრევენციისთვის, ხელახალი გამოყენებისთვის, რეციკლირებისთვის, აღდგენისა და განთავსებისთვის.

6.ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების სახეობების, რაოდენობისა და წყაროს შესახებ ინფორმაციას, მოსალოდნელი ნარჩენების ნაკადების განვითარების შეფასებას; ბ) ნარჩენების ექსპორტისა და იმპორტის შესახებ ხელმისაწვდომ მონაცემებს, აგრეთვე იმ ნარჩენების შესახებ პროგნოზს, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანაა მოსალოდნელი; გ) ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემებისა და აღდგენისა და განთავსების ძირითადი ობიექტების (მათ შორის, სპეციფიკური ნარჩენების ნაკადებისთვის ან სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ობიექტების) შესახებ ინფორმაციას; დ) ნარჩენების დამუშავების არსებული ობიექტების დახურვის, ნარჩენების დამუშავების დამატებითი ინფრასტრუქტურისა და ნარჩენების შეგროვების ახალი სისტემების საჭიროების შეფასებას; ე) ნარჩენების აღდგენისა და განთავსების სამომავლო ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი წარმადობის შესახებ ინფორმაციას; ვ) რეგიონული ნაგავსაყრელების ადგილმდებარეობის და მათი ფუნქციონირების დაწყების ვადების შესახებ ინფორმაციას; ზ) ნარჩენების მართვის დაგეგმილ ტექნოლოგიებს და მეთოდებს, მათ შორის, ისეთი ნარჩენებისთვის, რომელთა მართვა სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს; თ) ნარჩენების პრევენციისათვის მისაღებ ზომებს და პროგრესის მაჩვენებლებს დაგეგმილი პერიოდისთვის; ი) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს, რომლებიც მოიცავს ნარჩენების მართვის განმახორციელებელ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილებას; კ) არსებულ ან დაგეგმილ ღონისძიებას მუნიციპალიტეტთაშორისი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების ობიექტებთან დაკავშირებით; ლ) ნარჩენების მართვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს და მისი ინფორმირების მექანიზმებს; მ) ნარჩენების განთავსების ისტორიულად დაბინძურებული ადგილების და მათი რეაბილიტაციის ზომების შესახებ ინფორმაციას; ნ) გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზებსა და ვადებს, პასუხისმგებელ პირებს, სავარაუდო ხარჯებს და დაფინანსების წყაროებს; ო) სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

7.ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის გარდა, შესაძლებელია შემუშავდეს ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმები, როგორებიცაა მდგრადი ორგანული დამბინძურებლები, ვერცხლისწყალი, სამედიცინო ნარჩენები, ცხოველური ნარჩენები, აზბესტის ნარჩენები და სხვა. ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმები უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1552 – ვებგვერდი, 30.04.2026წ

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კოდექსის მიზნის მისაღწევად და ნარჩენების მართვის პრინციპებისა და ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული პოლიტიკის განსახორციელებლად სამინისტრო ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად ყოველ 3 წელიწადში შეიმუშავებს ნარჩენების მართვის 3-წლიან ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე სამინისტრო აწყობს საჯარო განხილვებს, რომლებშიც მონაწილეობენ შესაბამისი დაინტერესებული პირები. 3. ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას დამტკიცების შემდეგ სათანადო წესით აქვეყნებს საქართველოს მთავრობა. 4. სამინისტრო 3 წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობას წარუდგენს გეგმის განხორციელების ანგარიშს. 5. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმით განისაზღვრება გარემოსათვის უსაფრთხო ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ნარჩენების პრევენციისთვის, ხელახალი გამოყენებისთვის, რეციკლირებისთვის, აღდგენისა და განთავსებისთვის. 6. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს: ა) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების სახეობების, რაოდენობისა და წყაროს შესახებ ინფორმაციას, მოსალოდნელი ნარჩენების ნაკადების განვითარების შეფასებას; ბ) ნარჩენების ექსპორტისა და იმპორტის შესახებ ხელმისაწვდომ მონაცემებს, აგრეთვე იმ ნარჩენების შესახებ პროგნოზს, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანაა მოსალოდნელი; გ) ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემებისა და აღდგენისა და განთავსების ძირითადი ობიექტების (მათ შორის, სპეციფიკური ნარჩენების ნაკადებისთვის ან სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ობიექტების) შესახებ ინფორმაციას; დ) ნარჩენების დამუშავების არსებული ობიექტების დახურვის, ნარჩენების დამუშავების დამატებითი ინფრასტრუქტურისა და ნარჩენების შეგროვების ახალი სისტემების საჭიროების შეფასებას; ე) ნარჩენების აღდგენისა და განთავსების სამომავლო ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი წარმადობის შესახებ ინფორმაციას; ვ) რეგიონული ნაგავსაყრელების ადგილმდებარეობის და მათი ფუნქციონირების დაწყების ვადების შესახებ ინფორმაციას; ზ) ნარჩენების მართვის დაგეგმილ ტექნოლოგიებს და მეთოდებს, მათ შორის, ისეთი ნარჩენებისთვის, რომელთა მართვა სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს; თ) ნარჩენების პრევენციისათვის მისაღებ ზომებს და პროგრესის მაჩვენებლებს დაგეგმილი პერიოდისთვის; ი) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს, რომლებიც მოიცავს ნარჩენების მართვის განმახორციელებელ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილებას; კ) არსებულ ან დაგეგმილ ღონისძიებას მუნიციპალიტეტთაშორისი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების ობიექტებთან დაკავშირებით; ლ) ნარჩენების მართვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს და მისი ინფორმირების მექანიზმებს; მ) ნარჩენების განთავსების ისტორიულად დაბინძურებული ადგილების და მათი რეაბილიტაციის ზომების შესახებ ინფორმაციას; ნ) გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზებსა და ვადებს, პასუხისმგებელ პირებს, სავარაუდო ხარჯებს და დაფინანსების წყაროებს; ო) სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. 7. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის გარდა, შესაძლებელია შემუშავდეს ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმები, როგორებიცაა მდგრადი ორგანული დამბინძურებლები, ვერცხლისწყალი, სამედიცინო ნარჩენები, ცხოველური ნარჩენები, აზბესტის ნარჩენები და სხვა. ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმები უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას. საქართველოს 2026  წლის 29  აპრილის კანონი №1552  – ვებგვერდი, 30.04.2026წ

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 აპრ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნარჩენების მართვის ნებართვასერვისის გვერდი
  • სამრეწველო ნარჩენების მართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №23

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 აპრ. 2026
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 4 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 11მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 13მუხლი 48მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 11ნარჩენების მართვის სტრატეგიები
  • 13მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა
  • 6ნარჩენების

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

  • 1ზოგადი დებულებები
  • 3გეგმის

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 6რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მისი განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა

„მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 5 (დანართი 1)მუნიციპალიტეტის უფლებები და ვალდებულებები

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 36 (დანართი 1)კონტროლის და მონიტორინგის გეგმის მიზანი
  • 8 (დანართი 1)გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღები განაცხადის შინაარსი და წარსადგენი ინფორმაცია

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 4განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა

ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

  • 2 (დანართი 1)მოქმედების სფერო
  • 14 (დანართი 1)პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11613481336 (დ…8 (და…62 (და…14 (დ…5 (და…412
მითითებამნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…კომპანიის ნარჩენების მ…რადიოაქტიური ნარჩენები…მუნიციპალური ნარჩენები…ნაგავსაყრელის მოწყობის…განახლებადი წყაროებიდა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026