Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო რეესტრის შესახებმუხლი 11³

საჯარო რეესტრის შესახებ

მუხლი 11³. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:უძრავი ქონების საფუძველზე ბინადრობა (D5)მიწის ნაკვეთის შეფასებააქციებით ტრანზაქციებიზონირება და მიწის გამოყენებასაერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციადაფუძნება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს ამ კანონის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, თუ ამ იურიდიული პირის პარტნიორის (პარტნიორების) შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ჩანაწერებით არ დგინდება ან არასრულყოფილია, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტაცია პარტნიორების შესახებ, რომლითაც დგინდება დომინანტი პარტნიორი. ეს ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე იპოთეკის უფლების ან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული იმ ვალდებულების რეგისტრაციის შემთხვევაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობას.

3.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი, საკუთრების უფლების, იპოთეკის უფლების ან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული იმ ვალდებულების რეგისტრაციისას, რომელიც ითვალისწინებს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობას, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტაცია ორგანიზაციული წარმონაქმნის წევრების შესახებ.

4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარდგენილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებლობა მათ შემდგენ პირს ეკისრება. არასწორი ინფორმაციის წარდგენა შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

5.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლების რეგისტრაციისას, თუ არსებობს პარტნიორთა სიმრავლე, რომლებიც, თავის მხრივ, არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა), განმცხადებელს შეიძლება მოეთხოვოს დომინანტი პარტნიორის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რაც განისაზღვრება ინსტრუქციით .

6.ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემების წარდგენის ვალდებულება არ ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფინანსურ ინსტიტუტსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში (მათ შორის, უზრუნველყოფის საგნის კრედიტორის მიერ შეძენის შემთხვევაში), აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება საინვესტიციო გეგმის (შეთანხმების) საფუძველზე რეგისტრირდება. საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4850 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს ამ კანონის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, თუ ამ იურიდიული პირის პარტნიორის (პარტნიორების) შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ჩანაწერებით არ დგინდება ან არასრულყოფილია, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტაცია პარტნიორების შესახებ, რომლითაც დგინდება დომინანტი პარტნიორი. ეს ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე იპოთეკის უფლების ან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული იმ ვალდებულების რეგისტრაციის შემთხვევაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობას. 3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი, საკუთრების უფლების, იპოთეკის უფლების ან საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული იმ ვალდებულების რეგისტრაციისას, რომელიც ითვალისწინებს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობას, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტაცია ორგანიზაციული წარმონაქმნის წევრების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარდგენილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებლობა მათ შემდგენ პირს ეკისრება. არასწორი ინფორმაციის წარდგენა შეიძლება გახდეს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. 5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლების რეგისტრაციისას, თუ არსებობს პარტნიორთა სიმრავლე, რომლებიც, თავის მხრივ, არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა), განმცხადებელს შეიძლება მოეთხოვოს დომინანტი პარტნიორის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რაც განისაზღვრება ინსტრუქციით . 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მონაცემების წარდგენის ვალდებულება არ ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფინანსურ ინსტიტუტსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში (მათ შორის, უზრუნველყოფის საგნის კრედიტორის მიერ შეძენის შემთხვევაში), აგრეთვე საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება საინვესტიციო გეგმის (შეთანხმების) საფუძველზე რეგისტრირდება. საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4850 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 1 სექ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 დეკ. 2008 – 1 ივლ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 11²შემდეგი მუხლი 12

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქვედანაყოფის დამტკიცება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეფასება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წილების გადაცემის პროცედურები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აგრარული სამართალისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №36

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 15მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაცია და მათი შეცვლა
  • 12უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 17სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები
  • 8სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია
  • 5მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

  • 4სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრება
  • 6სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება
  • 10გარდამავალი დებულებები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 13რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 17³მიწის მიზნობრივი დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიის შეცვლა

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 10სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრის/მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლება
  • 9სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
151217³131785109461011³
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…სასოფლო-სამეურნეო დანი…უძრავ ნივთებზე უფლებათ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…მიწის მიზნობრივი დანიშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026