მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

მუხლი 6. საქართველოს მიწის ფონდი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2019

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მიწის ფონდი მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, მათ შორის, ტყითა და წყლის ობიექტებით დაკავებულ მიწებს.

2.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი დანიშნულებით: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საწარმოებლად; არასასოფლო-სამეურნეო კულტურების (კოინდარის, ყვავილების, ეთერზეთების საწარმოებელი მცენარეების, სამედიცინო მცენარეებისა და სხვა კულტურების) მოსაყვანად; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისათვის (ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის, პირუტყვის გადასარეკი ტრასისა და მოსასვენებელი მოედნის, შიდასამეურნეო გზის და სხვა ფუნქციით); სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის ან/და სასწავლო საქმიანობისათვის; საკარმიდამოს ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად. ამ მიწის ნაკვეთზე შეიძლება განთავსებული იყოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, სამეურნეო ნაგებობა ან/და დამხმარე ნაგებობა.

3.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების გარეშე მისი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება დაუშვებელია.

4.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არამიზნობრივად გამოყენების შედეგად მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას, რომელიც იანგარიშება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებისთვის განსაზღვრული საკომპენსაციო თანხების გათვალისწინებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1511³200793849517506
მნიშვნელობით ახლოსსასოფლო-სამეურნეო დანი…კანონი საქართველოს საბ…მიწის მიზნობრივი დანიშ…საქართველოს საგადასახა…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა