კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

მუხლი 91. ქალაქის ფარგლები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 21 დეკ. 1987

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ქალაქის ფარგლებია – ქალაქის მიწების გარე საზღვარი, რომელიც ქალაქის მიწებს გამოყოფს ერთიანი სახელმწიფო მიწის ფონდის დანარჩენი მიწებისაგან და განსაზღვრულია ქალაქის განვითარების გენერალური გეგმისა და ტექნიკურ-ეკონომიური საფუძვლების შესაბამისად. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ფარგლებს ადგენს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, ხოლო რაიონული დაქვემდებარების ქალაქის ფარგლებს ადგენენ, შესაბამისად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი და აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. მიწის ნაკვეთების მოქცევა ქალაქის ფარგლებში არ იწვევს ამ ნაკვეთებით უწინდელ მოსარგებლეთა სარგებლობის უფლების შეწყვეტას. მათი გამოყოფა წარმოებს ამ კოდექსის მე-40-42-ე, 94-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კანონი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა საქართველოს სსრ მიწის კოდექსის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2¹81 (და…174192422 (დ…948910991
მითითებამნიშვნელობით ახლოსკანონი საქართველოს საბ…საქართველოს სახელმწიფო…ტერიტორიების გამოყენებ…ქალაქ თბილისის საზღვრე…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა