შემდგომი განვითარებისათვის პერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო-დასახლებული პუნქტის მიწა, სხვა მიწებისაგან გაიმიჯნება ამ დასახლებული პუნქტის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტების შესაბამისად მისი საზღვრების დადგენის გზით. პერსპექტიული განვითარების სასოფლო დასახლებული პუნქტის საზღვრებს ადგენს და ცვლის, შესაბამისად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო, აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭო, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭო და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. არაპერსპექტიულად მიჩნეული სასოფლო დასახლებული პუნქტის მიწა, სხვა მიწებისაგან გაიმიჯნება შიდა სამეურნეო მიწათმოწყობის წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
მუხლი 109. სასოფლო დასახლებული პუნქტის საზღვრების დადგენა და შეცვლა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №2 · ძალაშია 30 მაი. 1980-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

