1.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას, ან სამსახურის გენერალურ დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება სამსახურის მოსამსახურის საქმიანობას.
2.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრის დაკმაყოფილებაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის უარი გაასაჩივროს სამსახურის გენერალურ დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს სამსახურის გენერალურ დირექტორს.
3.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება სამსახურის გენერალური დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.
4.დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება.
5.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს/საქართველოს პროკურატურას.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას, ან სამსახურის გენერალურ დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება სამსახურის მოსამსახურის საქმიანობას.2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრის დაკმაყოფილებაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის უარი გაასაჩივროს სამსახურის გენერალურ დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს სამსახურის გენერალურ დირექტორს.3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება სამსახურის გენერალური დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.4. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება.5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს/საქართველოს პროკურატურას.საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №703 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №5 · ძალაშია 1 ივლ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 1
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
102-ე მუხლის მე-5 ნაწილში საჩივრის ადრესატი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ნაცვლად საქართველოს პროკურატურაა.