პენიტენციური კოდექსი

მუხლი 101. საჩივრის შეტანის უფლება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჩივრის შეტანის საფუძველია პენიტენციურ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებების სხვაგვარი ხელყოფა.

2.ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს წერილობითი ფორმით.

3.საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

4.საჩივარი შეიძლება შეიტანოს აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატმა, კანონიერმა წარმომადგენელმა ან ახლო ნათესავმა, თუ: ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები; ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.

5.პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საჩივრის შესატანად აუცილებელი რაოდენობის შესაბამისი საშუალებებით, მათ შორის, საწერი საშუალებით, ქაღალდით, კონფიდენციალური საჩივრისთვის საჭირო კონვერტით.

6.დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვა, აგრეთვე ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უფლებით სარგებლობაზე უარის თქმა მის მიერ საჩივრის შეტანის გამო.

7.პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საჩივარში აღნიშნული პრობლემის ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ შეიძლება ადგილზე განხილვით გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოსა და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა.

8.პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხისმგებელმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, გაეცნოს წერილობით ინფორმაციას თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და გასაჩივრების კანონით დადგენილი წესის თაობაზე.

9.წერა-კითხვის არმცოდნე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაბამისი ინფორმაცია ზეპირად უნდა მიეწოდოს. უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რომელსაც ბრალდებული/მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. პირველ ნაწილში საჩივრის საფუძვლის ფორმულირებაში „სასჯელაღსრულების სფერო“ ჩანაცვლდა „პენიტენციური სფეროთი“, ხოლო უფლებათა ხელყოფის მითითება გრამატიკულად გადაკეთდა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27¹281²9529229375⁵⁵9437¹⁰9100105107101
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსისაქართველოს სისხლის სა…საერთო სასამართლოების …რეაბილიტაციისა და კრედ…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა