პენიტენციური კოდექსი

მუხლი 137. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამის ორგანიზება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამას ორგანიზებას უწევს ამ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

2.სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებსა და სხვა ორგანიზაციებთან.

3.თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობის დროს.

4.მსჯავრდებული მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამაში მისი თანხმობით მონაწილეობს.

5.მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით.

6.პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ სრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით შესაბამისი რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესი (შემთხვევის მართვის წესი) მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

7.პენიტენციურ დაწესებულებაში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

8.მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამის ორგანიზებისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საჭიროების შემთხვევაში მოიწვევიან სათანადო სპეციალისტები.

9.ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით სამსახურის ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. სამსახური ამ კურსებს ორგანიზებას უწევს სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამას ორგანიზებას უწევს ამ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 2. სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებსა და სხვა ორგანიზაციებთან. 3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის მონაწილეობის დროს. 4. მსჯავრდებული მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამაში მისი თანხმობით მონაწილეობს. 5. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით. 6. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ სრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით შესაბამისი რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესი (შემთხვევის მართვის წესი) მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 7. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 8. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამის ორგანიზებისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საჭიროების შემთხვევაში მოიწვევიან სათანადო სპეციალისტები. 9. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით სამსახურის ორგანიზებით ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსები. სამსახური ამ კურსებს ორგანიზებას უწევს სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7211880799061081511365455137
მითითებამნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…ფსიქიკური ჯანმრთელობის…სქესობრივი თავისუფლები…დანაშაულის პრევენციის,…სპორტის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა