შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 10. აბილიტაცია და რეაბილიტაცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ხელს უწყობს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ ისეთი სერვისებისა და პროგრამების შექმნასა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, მათი ფიზიკური, სენსორული, მენტალური და პროფესიული შესაძლებლობების გამოყენებასა და გაძლიერებას ასაკის, სქესის, შესაძლებლობათა შეზღუდვის ხარისხისა და სახეობის გათვალისწინებით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად სახელმწიფო ხელს უწყობს სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო სერვისებისა და პროგრამების განვითარებას ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურებების სფეროებში იმგვარად, რომ აღნიშნული სერვისები და პროგრამები: ა) მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე განხორციელდეს და ინდივიდის საჭიროებების შეფასებას ეფუძნებოდეს; ბ) უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობასა და ინტეგრირებას.

3.სახელმწიფო ხელს უწყობს სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურებებში დასაქმებული სპეციალისტებისა და პერსონალის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო ხელს უწყობს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ ისეთი სერვისებისა და პროგრამების შექმნასა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, მათი ფიზიკური, სენსორული, მენტალური და პროფესიული შესაძლებლობების გამოყენებასა და გაძლიერებას ასაკის, სქესის, შესაძლებლობათა შეზღუდვის ხარისხისა და სახეობის გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად სახელმწიფო ხელს უწყობს სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო სერვისებისა და პროგრამების განვითარებას ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურებების სფეროებში იმგვარად, რომ აღნიშნული სერვისები და პროგრამები: ა) მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე განხორციელდეს და ინდივიდის საჭიროებების შეფასებას ეფუძნებოდეს; ბ) უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობასა და ინტეგრირებას. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურებებში დასაქმებული სპეციალისტებისა და პერსონალის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
46172315173611611123413710
მნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…დასაქმების ხელშეწყობის…სპორტის შესახებკულტურის შესახებსამედიცინო-სოციალური ე…ადამიანით ვაჭრობის (ტრ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა