„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 4. ქორწინება
1. ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის ისეთ კავშირს, რომელიც საზღვარგარეთ რეგისტრირებულია ან/და აღიარებულია, როგორც ქორწინება, საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.
2. ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით აღიარება დაუშვებელია. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ან/და აღიარებულ ასეთ კავშირს საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.
