სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 52. ქორწინების რეგისტრაცია

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს დაქორწინების მსურველ პირთა განცხადება.

2.დაქორწინების მსურველი პირები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განცხადებას წარუდგენენ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.დაქორწინების მსურველმა პირებმა განცხადებაში უნდა დაადასტურონ, რომ მათთვის არ არსებობს ამ კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები და ცნობილია ერთმანეთის ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა, იციან, მერამდენეა თითოეული მათგანისათვის ეს ქორწინება, ასევე უნდა აღნიშნონ, ჰყავთ თუ არა შვილები.

4.ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება დაქორწინების მსურველ პირთა და არანაკლებ ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაცია დაუშვებელია.

5.დაქორწინების მსურველ პირთა მოთხოვნით ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება ჩატარდეს საზეიმო ვითარებაში.

6.ქორწინების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს დაქორწინების მსურველ პირთა განცხადება. 2. დაქორწინების მსურველი პირები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განცხადებას წარუდგენენ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. დაქორწინების მსურველმა პირებმა განცხადებაში უნდა დაადასტურონ, რომ მათთვის არ არსებობს ამ კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები და ცნობილია ერთმანეთის ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა, იციან, მერამდენეა თითოეული მათგანისათვის ეს ქორწინება, ასევე უნდა აღნიშნონ, ჰყავთ თუ არა შვილები. 4. ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება დაქორწინების მსურველ პირთა და არანაკლებ ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენლის მეშვეობით რეგისტრაცია დაუშვებელია. 5. დაქორწინების მსურველ პირთა მოთხოვნით ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება ჩატარდეს საზეიმო ვითარებაში. 6. ქორწინების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 7 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1172110711511040¹4458549555505616¹452
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…ნოტარიატის შესახებსაერთაშორისო კერძო სამ…საქართველოს კანონი ოჯა…საქართველოს სამოქალაქო…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა