სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 4. პენსიაზე უფლების წარმოშობა

რედაქცია №32

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან.

2.თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ სარგებელზე (პენსიაზე ან სახელმწიფო კომპენსაციაზე), მას აქვს მხოლოდ ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის (პენსიის ან სახელმწიფო კომპენსაციის) მოთხოვნის უფლება სააგენტოში წარდგენილი განცხადების შესაბამისად.

3.პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 07.08.2012წ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №01-48/ნ - ვებგვერდი, 26.12.2013წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 201 9 წლის 19 აპრილის ბრძანება № 01-36/ნ- ვებგვერდი, 19.04.2019წ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 201 9 წლის 19 ივლისის ბრძანება № 01-54/ ნ- ვებგვერდი, 22.07.2019წ. თავი III პენსიის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა, განახლება და გადაანგარიშება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
628517162919 (დ…5 (და…333274
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო პენსიის შეს…სახელმწიფო პენსიის/საპ…სახელმწიფო კომპენსაციი…დაგროვებითი პენსიის შე…სამხედრო, შინაგან საქმ…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა