Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებმუხლი 7

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 7. უფლება საპენსიო აქტივებზე

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023
თემები:პირადი საგადასახადო დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პენსიის მისაღებად საპენსიო აქტივების განკარგვის უფლება წარმოიშობა მხოლოდ მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევის, ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის, მისი შესაძლებლობის შეზღუდვის ან გარდაცვალების შემთხვევაში. მონაწილეს აგრეთვე უფლება აქვს, განკარგოს საპენსიო აქტივები ამ კანონის შესაბამისად საპენსიო სქემის შეწყვეტის ან საპენსიო სქემიდან საპენსიო აქტივების გადატანის შემთხვევაში.

2.პირად საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივები მონაწილის საკუთრებაა, ამ კანონით განსაზღვრული უპირობო უფლებების პირობების გათვალისწინებით. მონაწილეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ნებისმიერ დროს განკარგოს საკუთარი საპენსიო აქტივები შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების გათვალისწინებით.

3.ჯგუფური საპენსიო სქემის შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის საპენსიო შენატანებს, თითოეულ პირად საპენსიო ანგარიშზე განთავსებული საპენსიო აქტივების ის ნაწილი, რომელიც დამსაქმებლების მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შედეგია, მონაწილის საკუთრებაში გადადის საპენსიო აქტივებზე მონაწილის უპირობო უფლებების წარმოშობის მომენტიდან.

4.საპენსიო აქტივები არ ექვემდებარება ჩამორთმევასა და ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, აღსრულების საპროცესო ღონისძიებებს და საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს ან სხვა ნებისმიერი სახის შეზღუდვას ან ლიკვიდაციის, გადახდისუუნარობისა და გაკოტრების პროცედურებს მონაწილის, დამსაქმებლის, აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის, საპენსიო კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ნებისმიერი ასეთი მცდელობა ბათილია.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საპენსიო დანაზოგების დაბეგვრასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-07-19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 45საპენსიო აქტივების გადატანა
  • 40პენსიის გაცემის ფორმები და პენსიის მიღების უფლება
  • 42პენსიის გაცემა ბენეფიციარისთვის

დაგროვებითი პენსიის შესახებ

  • 24მონაწილის უფლება საპენსიო აქტივებზე
  • 32პენსიის დანიშვნა და გაცემა საპენსიო ასაკში
  • 33პენსიის დანიშვნა და გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 6პენსიის გაცემა
  • 24საპენსიო სქემიდან მონაწილის გასვლა
  • 8საკუთრების უფლება საპენსიო დანაგროვზე

სახელმწიფო პენსიის შესახებ

  • 5პენსიაზე უფლების წარმოშობა
  • 12პენსიონერის უფლება-მოვალეობები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 8მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
624851282432334540427
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…ნებაყოფლობითი კერძო პე…არასახელმწიფო საპენსიო…სახელმწიფო პენსიის შეს…საინვესტიციო ფონდების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივლ. 2023