Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 177

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 177. საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.

2.საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის, პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ცესკოს მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.

3.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.

4.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვას უზრუნველყოფს პარლამენტი ცესკოს მეშვეობით.

5.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს პარლამენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. თუ არჩევის თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან 45 დღის ვადაში. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.

6.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის დღის მომდევნო დღისა.

7.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე ან ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწვეულ პირებს, ცესკოს წევრებს, პარლამენტისა და ცესკოს აპარატის შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

8.საარჩევნო კოლეგიის წევრები საარჩევნო კოლეგიის წევრთა სიაში ხელმოწერებით ადასტურებენ საარჩევნო ბიულეტენის მიღებას, რის შემდეგაც შემოხაზავენ მათთვის სასურველ მხოლოდ 1 საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს და საარჩევნო ბიულეტენს წინასწარ დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში ათავსებენ.

9.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალ არჩევნებს ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამისი გარემოების დადგომიდან 3 დღის ვადაში.

10.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო არჩევნების დასრულებისთანავე, თავის სხდომაზე, რომელიც პარლამენტის სასახლეში იმართება. თავი XXII. საქართველოს მთავრობისთვის ნდობისა და უნდობლობის გამოცხადების წესები

წინა მუხლი 176შემდეგი მუხლი 178

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი
  • 182საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა
  • 183საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 50საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი
  • 37პარლამენტის არჩევნები
  • 51საქართველოს პრეზიდენტის ფიცი, უფლებამოსილების შეწყვეტა, იმუნიტეტი, შეუთავსებლობა და უფლებამონაცვლეობა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 111საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
  • 120საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვა; პირველი და მეორე ტურები, ხელახალი არჩევნები და რიგგარეშე არჩევნები
  • 115საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 9უმაღლესი საბჭოს არჩევნები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 4¹ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემ

საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

  • 46—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
95037514¹46202182183111120115177
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026