Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 178

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 178. საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პარლამენტი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა.

2.პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა.

3.პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, საკომიტეტო განხილვის გარეშე, პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

4.პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

5.თუ საქართველოს მთავრობამ საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ მიიღო ნდობა, პარლამენტი ამ ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამ მუხლით დადგენილი წესით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას. ერთზე მეტი პრემიერმინისტრობის კანდიდატის არსებობის შემთხვევაში პარლამენტი განიხილავს პრემიერმინისტრობის იმ კანდიდატს, რომელიც უფრო მეტმა პარლამენტის წევრმა წარადგინა, ხოლო კანდიდატების წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში − იმ კანდიდატს, რომელიც უფრო ადრე იქნა წარდგენილი.

6.თუ საქართველოს მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს ან იმ კვირას, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა პარლამენტის რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. 2. პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან არაუგვიანეს მე-9 დღისა. 3. პარლამენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, საკომიტეტო განხილვის გარეშე, პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. 4. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. 5. თუ საქართველოს მთავრობამ საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ მიიღო ნდობა, პარლამენტი ამ ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამ მუხლით დადგენილი წესით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ საქართველოს მთავრობას. ერთზე მეტი პრემიერმინისტრობის კანდიდატის არსებობის შემთხვევაში პარლამენტი განიხილავს პრემიერმინისტრობის იმ კანდიდატს, რომელიც უფრო მეტმა პარლამენტის წევრმა წარადგინა, ხოლო კანდიდატების წარმდგენთა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში − იმ კანდიდატს, რომელიც უფრო ადრე იქნა წარდგენილი. 6. თუ საქართველოს მთავრობის შემადგენლობის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს ან იმ კვირას, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვევა პარლამენტის რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 177შემდეგი მუხლი 179

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 56

მიუთითებენ მასზე

მუხლი 179მუხლი 180

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 180საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით
  • 179საქართველოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება
  • 151საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში

საქართველოს კონსტიტუცია

  • 56ნდობის გამოცხადება
  • 58ნდობის გამოცხადება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით
  • 57უნდობლობის გამოცხადება

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 7

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

  • 8საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი ნდობის საკითხის დასმისა და გადაწყვეტის წესი
  • 9საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, მინისტრთა კაბინეტის წევრის გადადგომის უფლება და წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 4

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 7სამსახურის უფროსის არჩევა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
75658577448917918056151178
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს მთავრობის …საქართველოს რესპუბლიკი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026