Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 202

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 202. ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.პარლამენტი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით ირჩევს ცესკოს 7 წევრსა და თავმჯდომარეს. თუ პარლამენტმა ცესკოს წევრი/ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, ცესკოს წევრს/ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

2.ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო ცესკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 დღისა პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას ცესკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და ცესკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო კომისია შედგება არანაკლებ 7 და არაუმეტეს 9 წევრისგან, რომელთა შორის შეიძლება იყვნენ აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, საკონკურსო კომისიაში ჰყავდეს 1 წარმომადგენელი, რომელიც შეიძლება იმავდროულად არ იყოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი. კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. თუ აღნიშნული ვადები არჩევნების ჩატარების პერიოდს დაემთხვა, პარლამენტის თავმჯდომარე კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 1 კვირისა. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით.

3.კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 2 დღისა პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდება კონკურსში მონაწილე პირთა სია მათ ბიოგრაფიებთან ერთად. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გაესაუბროს კონკურსში მონაწილე პირებს.

4.კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადისა და სხვა შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 1 კვირისა საკონკურსო კომისია შეარჩევს და პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ცესკოს წევრობის იმდენ კანდიდატს, ცესკოს რამდენი წევრიც არის ასარჩევი. კონკურსში მონაწილე თითოეულ პირთან დაკავშირებით საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგები და საკონკურსო კომისიის წევრთა მიერ ამ პირის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში. ეს ოქმი საჯაროა.

5.პარლამენტის თავმჯდომარე მისთვის ცესკოს წევრობის კანდიდატის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 კვირისა იღებს გადაწყვეტილებას ამ კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ ან მის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე. თუ პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს წევრობის კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის შესახებ, მან შესაბამის წარდგინებაში უნდა მიუთითოს, აღნიშნულ კანდიდატს ცესკოს რომელი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე წარადგენს. თუ პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება ცესკოს წევრობის კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენაზე უარის თქმის თაობაზე, იგი ცესკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალ კონკურსს აცხადებს, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება.

6.პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატის პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენიდან, როგორც წესი, 2 კვირის ვადაში პარლამენტი ირჩევს ცესკოს წევრს. ცესკოს წევრობის კანდიდატის საკითხს იხილავს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

7.პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის/წევრების არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ კანდიდატს) ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) არ აირჩა, ცესკოს წევრობის კანდიდატს (თითოეულ დარჩენილ კანდიდატს) ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ხელახალი კენჭისყრის შედეგად ცესკოს წევრი (რომელიმე წევრი) ისევ არ აირჩა, კენჭისყრიდან არაუგვიანეს 1 კვირისა პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს წევრის/წევრების დანიშვნის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის/კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას (ცესკოს წევრად ახალარჩეული პირი ამ სიაში არ შეიყვანება) და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. თუ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად არ დანიშნა ცესკოს წევრი/წევრები, არაუგვიანეს 1 კვირისა ცესკოს შესაბამისი ასარჩევი წევრის/წევრების თანამდებობაზე/თანამდებობებზე ამ მუხლით დადგენილი წესით ხელახალი კონკურსი ცხადდება, რის შემდეგაც სათანადო პროცედურები ხელახლა ტარდება.

8.ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს/საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ცესკოს წევრის პარლამენტის მიერ არჩევისთვის/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 203. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის წევრების წარდგენის წესი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ მიერ შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისიის (შემდგომ − კომისია) 2 წევრს წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე პარლამენტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით კომისიის 2 წევრის წარდგენა ხდება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-14 კალენდარული დღისა. ამ კონკურსის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს.

3.თუ ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილ კომისიის წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, პარლამენტის თავმჯდომარე სათანადო ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა ამავე მუხლით დადგენილი წესით წარადგენს მის ადგილმონაცვლეს. თავი XXIV. იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენება

წინა მუხლი 201შემდეგი მუხლი 204

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 177საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი
  • 182საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა
  • 195საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 14ცესკოს შემადგენლობა , ცესკოს არჩევითი წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება
  • 13საარჩევნო კომისიის წევრის / ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
  • 16პარტიის მიერ ცესკოს წევრის დანიშვნისა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

მაუწყებლობის შესახებ

  • 9კომისიის შემადგენლობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 50საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 141უსკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 21პარტიის მიერ უსკოს დროებითი წევრის დანიშვნისა და მ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 10—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
509101412017718219514131621202
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს პარლამენტი…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026