საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 223. ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობის მიცემა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე პარლამენტს მიმართავს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობის მისაღებად.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას პარლამენტის ბიურო გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებს, რომლებიც მას განიხილავენ არაუგვიანეს 10 დღისა და დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დადგენილებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე პარლამენტს მიმართავს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობის მისაღებად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას პარლამენტის ბიურო გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებს, რომლებიც მას განიხილავენ არაუგვიანეს 10 დღისა და დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი  პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დადგენილებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7⁴38744021²142901411521539223
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი თვითმმართვ…საგანგებო მდგომარეობის…საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა