Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 9

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 9. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს დადგენილებით წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

2.პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: ა) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას; გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ; ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ვ) გარდაიცვალა; ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას; თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

3.პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. ეს კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.

4.ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია მისი უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა და უფლებამოსილების ცნობის დღიდან 7 დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ვადამდე უწყდება უფლებამოსილება.

5.თუ პარლამენტის წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს სათანადო წერილობით მასალას, იღებს მისგან ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. თუ დადასტურდა პარლამენტის წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, დასკვნა გადაეცემა პარლამენტის ბიუროს, რომელსაც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

6.პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში მას პარლამენტის იმავე დადგენილებით ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება.

7.პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში (თუ საქართველოს მთავრობის წევრად წარდგენილია პარლამენტის წევრი), პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევისას, დანიშვნისას ან დამტკიცებისას (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

8.თუ პარლამენტის წევრი პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას.

9.თუ პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.

10.პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გამოითხოვს პარლამენტის წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

11.თუ პარლამენტის წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა, ან თუ იგი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსდა შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს მის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

12.პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და მას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 1 აპრილის რეგლამენტი №1480 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

რედაქციების შედარება

1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს დადგენილებით წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. 2. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: ა) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას; გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს; დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ; ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ვ) გარდაიცვალა; ზ) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას; თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 3. პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. ეს კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება. 4. ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია მისი უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა და უფლებამოსილების ცნობის დღიდან 7 დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ვადამდე უწყდება უფლებამოსილება. 5. თუ პარლამენტის წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს სათანადო წერილობით მასალას, იღებს მისგან ახსნა-განმარტებას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. თუ დადასტურდა პარლამენტის წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, დასკვნა გადაეცემა პარლამენტის ბიუროს, რომელსაც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. 6. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში მას პარლამენტის იმავე დადგენილებით ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება. 7. პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას, საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში (თუ საქართველოს მთავრობის წევრად წარდგენილია პარლამენტის წევრი), პარლამენტის წევრის პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევისას, დანიშვნისას ან დამტკიცებისას (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 8. თუ პარლამენტის წევრი პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. 9. თუ პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს განაჩენს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას. 10. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან. პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გამოითხოვს პარლამენტის წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 11. თუ პარლამენტის წევრმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ იგი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა, ან თუ იგი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსდა შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს მის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. 12. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ რეგლამენტის მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და მას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 1 აპრილის რეგლამენტი №1480 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
  2. 1 აპრ. 2026
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

2
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-06-12
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 212მუხლი 214

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 23პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის წეს ი
  • 33კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 4პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა
  • 33პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის
  • 19უფლებამოსილების შეჩერება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 7უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ

  • 6საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 6უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 40—

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 10სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1232²643319406107621221423339
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს საკონსტიტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026