Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 152

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 152. თანამდებობის პირის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პარლამენტი კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს საქართველოს მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. თითოეული მათგანი ვალდებულია გამოცხადდეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის თაობაზე კომიტეტის ან ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის წარმომადგენელს თანამდებობის პირის მოწვევის მოთხოვნის დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. პარლამენტის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი პარლამენტის წინაშე წარდგება, როგორც წესი, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.

3.თანამდებობის პირს ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 30 წუთი.

4.თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 30 წამით, დაზუსტების უფლების გარეშე. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეკითხვის დასასმელად გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

5.თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები ამ რეგლამენტის 88-ე მუხლის მე-2−მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით. ამის შემდეგ თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.

6.თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ პარლამენტმა შეიძლება მიიღოს დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტი კომიტეტის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით პლენარულ სხდომაზე იწვევს საქართველოს მთავრობის წევრს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელს. თითოეული მათგანი ვალდებულია გამოცხადდეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის თაობაზე კომიტეტის ან ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის წარმომადგენელს თანამდებობის პირის მოწვევის მოთხოვნის დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. პარლამენტის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი პარლამენტის წინაშე წარდგება, როგორც წესი, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა. 3. თანამდებობის პირს ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 30 წუთი. 4. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 30 წამით, დაზუსტების უფლების გარეშე. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეკითხვის დასასმელად გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს. 5. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ იმართება პოლიტიკური დებატები ამ რეგლამენტის 88-ე მუხლის მე-2−მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით. ამის შემდეგ თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის. 6. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ პარლამენტმა შეიძლება მიიღოს დადგენილება. მისი პროექტი პარლამენტს წარედგინება და განიხილება და დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 151შემდეგი მუხლი 153

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 127მუხლი 88

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 153საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
  • 90ხმის მიცემა
  • 86პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 129თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
  • 95კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 111თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
  • 79კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 38პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 44პარლამენტის სესია და სხდომა
  • 40საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ

  • 8საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებისადმი ნდობის საკითხის დასმისა და გადაწყვეტის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 37

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3844401117937129958127881539086152
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს რესპუბლიკი…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026