საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 3. საპარლამენტო ჯილდოები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტში დაწესებულია თავისუფლების საპარლამენტო ორდენი, პარლამენტის საპატიო მედალი და პარლამენტის სამკერდე ნიშანი.

2.თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

3.პარლამენტის საპატიო მედლით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

4.პარლამენტის სამკერდე ნიშნით ჯილდოვდება პარლამენტის აპარატის თანამშრომელი პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

5.პირის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის საპატიო მედლით ან პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.

6.თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის საპატიო მედლითა და პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოებისა და ფულადი ჯილდოს გადაცემის წესს, აგრეთვე თავისუფლების საპარლამენტო ორდენის, პარლამენტის საპატიო მედლისა და პარლამენტის სამკერდე ნიშნის აღწერილობებს ბრძანებით ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტში დაწესებულია თავისუფლების საპარლამენტო ორდენი, პარლამენტის საპატიო მედალი და პარლამენტის სამკერდე ნიშანი. 2. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 3. პარლამენტის საპატიო მედლით ჯილდოვდება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 4. პარლამენტის სამკერდე ნიშნით ჯილდოვდება პარლამენტის აპარატის თანამშრომელი პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 5. პირის თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის საპატიო მედლით ან პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. 6. თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, პარლამენტის საპატიო მედლითა და პარლამენტის სამკერდე ნიშნით დაჯილდოებისა და ფულადი ჯილდოს გადაცემის წესს, აგრეთვე თავისუფლების საპარლამენტო ორდენის, პარლამენტის საპატიო მედლისა და პარლამენტის სამკერდე ნიშნის აღწერილობებს ბრძანებით ადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40233327845448819183
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა