Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებმუხლი 3

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ

მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების პირობები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომლითაც ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის ჩადენილი განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული საქციელისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებით პირს ენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის საპატიო წოდება.

2.წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით ჯილდოვდება პირი საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

3.დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდება სამოქალაქო, სასულიერო ანდა სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე საქართველოსთვის გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის, მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასა და მის აღორძინებაში, საზოგადოების კონსოლიდაციასა და დემოკრატიის დამკვიდრებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის.

4.თამარ მეფის ორდენით ჯილდოვდება ქალი საქართველოსთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

5.ბრწყინვალების ორდენით ჯილდოვდება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის ან სხვა დარგის გამოჩენილი მოღვაწე საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის.

6.წმინდა ნიკოლოზის ორდენით ჯილდოვდება პირი ქველმოქმედებისათვის, ქვეყნისა და ხალხის უანგარო სამსახურისათვის.

7.ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

8.ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდება საქართველოს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისათვის, მამაცობისათვის, თავდადებისათვის, უნარიანი ხელმძღვანელობით სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების წარმატების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო ოპერაციების მომზადებისა და განხორციელებისათვის. ვახტანგ გორგასლის ორდენი სამი ხარისხისაა: ა) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის; ბ) ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამხედრო ხელმძღვანელობის საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის; გ) ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით ჯილდოვდება პირი სამშობლოსა და ერის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.

9.ღირსების ორდენით ჯილდოვდება პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის სფეროს, კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგის განვითარებაში − შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სპორტული მიღწევისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.

10.მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ ჯილდოვდება პირი სამაგალითო სამოქალაქო მოქმედებისათვის − თავდადებული სამოქალაქო მოქმედებისას, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისას.

11.მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ ჯილდოვდება საქართველოს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი საქართველოს დაცვისას გამოჩენილი მამაცობისათვის და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის.

12.მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ ჯილდოვდება საქართველოს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე ანდა სამოქალაქო პირი საქართველოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

13.ღირსების მედლით ჯილდოვდება პირი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და მისი ღირსეული სამსახურისათვის.

14.შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრული ღირსებებით საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და რომელიც განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

15.საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების განვითარებაში, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

16.ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი პროზაული, პოეტური ან პუბლიცისტური ნაწარმოებისათვის, რომელმაც მხატვრული ღირსებებით საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და რომელიც განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. საქართველოს 2018 წლის 14 ნოემბრის კანონი №3721 – ვებგვერდი, 07.12.2018წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 7 დეკ. 2018
წინა მუხლი 2²შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2021-12-17 · №3

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2018-12-07
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ

  • 2საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების სახეობები
  • 5საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიებისთვის დაწესებული ერთდროული ფულადი გასაცემლების ოდენობები
  • 4საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების წესი

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

  • 18სახელმწფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ვეტერანების სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 3საპარლამენტო ჯილდოები

პენიტენციური კოდექსი

  • 19მოსამსახურის წახალისება
  • 26მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდება

სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ

  • 2—

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 4უმაღლესი საბჭოს ჯილდოები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15³წახალისება სამსახურში წარმატებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის

პროკურატურის შესახებ

  • 78წახალისების ფორმები

სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ

  • 5⁵საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5⁵1815³2547824192633
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…ომისა და თავდაცვის ძალ…საქართველოს პარლამენტი…პენიტენციური კოდექსისახელმწიფო მნიშვნელობი…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2021