სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის პროკურატურის თანამშრომლის წასახალისებლად გამოიყენება შემდეგი ღონისძიებები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) 10 კალენდარული დღის ოდენობით დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა; დ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ე) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; ვ) ცეცხლსასროლი იარაღის ჯილდოდ გადაცემა; ზ) „პროკურატურის საპატიო თანამშრომლის“ წოდების მინიჭება და შესაბამისი სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; თ) უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე წარდგენა; ი) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
მუხლი 78. წახალისების ფორმები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

