საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

მუხლი 23. სახელმწიფო ვალი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 24 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 3,406,000.0 ათასი ლარი: ა) ძირითადი თანხის დაფარვისათვის – 2,715,700.0 ათასი ლარი, მათ შორის: ა.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 385,900.0 ათასი ლარი; ა.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 983,000.0 ათასი ლარი; ა.გ) სახელმწიფოს მიერ საგარეო ფასიანი ქაღალდების დაფარვისათვის – 1,346,800.0 ათასი ლარი; ბ) პროცენტის გადახდისათვის – 690,300.0 ათასი ლარი, მათ შორის: ბ.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 73,000.0 ათასი ლარი; ბ.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 571,800.0 ათასი ლარი; ბ.გ) სახელმწიფოს მიერ საგარეო ფასიანი ქაღალდების მომსახურებისათვის – 45,500.0 ათასი ლარი.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცეს უფლება, ამ კანონით საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, კრედიტორი ქვეყნის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით განახორციელოს საქართველოს იურიდიული პირებისათვის აღნიშნული სახსრებიდან თანხების ანაზღაურება ან შესაბამისი პროგრამების დაფინანსება ამ იურიდიული პირების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისათვის და მომსახურების გაწევისათვის.

3.საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განისაზღვროს 2026 წელს დასაფარავი სუვერენული ევრობონდის რეფინანსირებისათვის არანაკლებ 500 000.0 ათასი აშშ დოლარის მოცულობის ახალი ევრობონდის გამოშვება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობის ფარგლებში.

4.„საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასახდელი პროცენტის მოცულობა განისაზღვროს 15,000.0 ათასი ლარით, ხოლო დასაფარავი ძირითადი თანხის მოცულობა – 40,000.0 ათასი ლარით.

5.სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით საშინაო ვალდებულებების წმინდა ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვროს 1,800,000.0 ათასი ლარით. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების დაფარვის აღრიცხვა განახორციელოს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი მუხლის შემცირებით.

6.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების ნაცვლად გამოიყენოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთი. ამასთანავე, სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრების წმინდა მოცულობა და მათი გამოშვების ნაცვლად ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს საშინაო ვალდებულებების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს. საქართველოს 2026 წლის 24 ნოემბრის კანონი №1924 - ვებგვერდი, 26.11.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 26 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4348¹223069212137161923
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს 2026 წლის …სახელმწიფო ვალის შესახ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს ეროვნული ბ…აფხაზეთის ავტონომიური …ეკონომიკური თავისუფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა