საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

მუხლი 24. საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 24 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განმკარგავ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2.2026 წელს, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმებულის საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 1,600 ლარის ოდენობით.

3.2026 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ამ კანონის 26-ე მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

4.2026 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების მიერ მათთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით, არაუმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 19 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19155¹79120577 (და…255342516221324
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საჯარო დაწესებულებაში …ადმინისტრაციული ხელშეკ…საჯარო სამსახურის შესა…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს 2026 წლის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა