Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეკონომიკური თავისუფლების შესახებმუხლი 2

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

მუხლი 2. მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის , მოსახლეობის კეთილდღეობის , მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დგინდება მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები : ა ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 3 პროცენტისა ; ბ ) საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 60 პროცენტისა .

2.ამ კანონის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის ვალი მოიცავს : ა ) „ სახელმწიფო ვალის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალს , გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებებისა ; ბ ) საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ვალს , გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან აღებული ვალისა .

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით დადგენილი ზღვარი ითვალისწინებს აგრეთვე „ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმების შესაბამისი პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულებას .

4.საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის შემუშავება , სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება იმგვარად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი , რომ სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ მოცულობებს , როგორც გეგმური , ისე შესრულების მაჩვენებლების შემთხვევაში .

5.საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის წარდგენისას და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგებისას წარადგენს ინფორმაციას ფისკალური პარამეტრების ამ კანონით დადგენილ ზღვრებთან შესაბამისობის თაობაზე .

6.საბიუჯეტო წლის დასრულების შემდეგ ანგარიშგებისას საქართველოს მთავრობა ამ მუხლით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევაში ( გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ) საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას : ა ) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული მოცულობების დარღვევის მიზეზების თაობაზე ; ბ ) მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე და , შესაბამისად , მისი სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის პარამეტრებზე გავლენის შესახებ , მათი ამ კანონით დადგენილ ზღვრულ მოცულობებთან შესაბამისობის მიმართულებით .

7.სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის ამ მუხლით დადგენილი ზღვრული მოცულობების მიღმა დაგეგმვა ან / და დაგეგმილი პარამეტრების შესრულება შესაძლებელია : ა ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების და აღნიშნული მდგომარეობის შედეგად დამდგარი ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში ; ბ ) ეკონომიკური ზრდის შენელების / რეცესიის შემთხვევაში − თუ , საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით , ზედიზედ ბოლო 2 კვარტალის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალებთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით დაბალია , ვიდრე გასული 10 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი .

8.ამ მუხლის მე -6 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების გეგმას . პარამეტრებში დაბრუნების გეგმის ხანგრძლივობა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს . საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის ორგანული კანონი №4019 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2019· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 2¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ივნ. 2024 · №4

  • 1 ცვლილება · ბოლო 25 დეკ. 2018
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს საბიუჯ… 45¹საჯარო დაწესებულებ… 34საჯარო დაწესებულებ… 34¹საჯარო დაწესებულებ… 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 155¹საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 14„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვრული პარამეტრების პროგნოზი
  • 26საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 22სახელმწიფო ვალის ლიმიტები და სახელმწიფო გარანტიები

სახელმწიფო ვალის შესახებ

  • 3სახელმწიფო ვალისა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები
  • 34საშინაო ვალებზე სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები
  • 38სახელმწიფო გარანტიის გაცემის აუცილებელი პირობები

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 26ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები და ინდივიდუალური მოთხოვნები

საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ

  • 29საჯარო და კერძო თანამშრომლობის დაფინანსების ზედა ზღვარი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 67გადასახადები და მოსაკრებლები, ეკონომიკური პოლიტიკა

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 12ბიუჯეტების დაბალანსება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 21ეკონომიკური ლიმიტები, ნორმატივები და ინდივიდუალური მოთხოვნები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
673343845¹2212155¹3434¹7292614262
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …საჯარო დაწესებულებაში …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს 2026 წლის …სახელმწიფო ვალის შესახ…მიკრობანკების საქმიანო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ივნ. 2024 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026