საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

მუხლი 35. ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა მის მიერ 2026 წელს მობილიზებული, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10% მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით შესაბამისმა უწყებამ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მიმართვა განახორციელოს ყოველი კვარტალის ბოლო სამუშაო დღეს, გადარიცხვის დღისათვის კვარტალში მიღებული შემოსავლის არანაკლებ 10%-ის ოდენობით.

3.ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებულ გრანტებზე, აგრეთვე იმ შემოსავლებზე, რომლებსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი იღებს მისი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს სისტემაში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირისაგან.

4.„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 2 2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს ის საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართული სახსრების გარდა, მათ ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთის ნაწილს მიმართავენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ან/და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. თავი IX დასკვნითი დებულებანი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90³131221110¹25150910¹114⁴1735126121335
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს 2026 წლის …საქართველოს საბიუჯეტო …უმაღლესი განათლების შე…მეცნიერების, ტექნოლოგი…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა