საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 163. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თბილისის საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 დღისა.

3.თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

4.თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევაადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული საარჩევნო სისტემით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

5.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების ტერიტორიული ერთეულების საზღვრებისა და ამომრჩევლების რაოდენობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის არაუგვიანეს 1 ივლისისა ცესკო განკარგულებით ქმნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს და ადგენს მათ საზღვრებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თბილისის საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 დღისა. 3. თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. 4. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევაადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული საარჩევნო სისტემით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. 5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების ტერიტორიული ერთეულების საზღვრებისა და ამომრჩევლების რაოდენობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის არაუგვიანეს 1 ივლისისა ცესკო განკარგულებით ქმნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს და ადგენს მათ საზღვრებს. მუხლი164. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება 1. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში. 2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობისა და თბილისის საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვს მხოლოდ პარტიას. 3. თბილისის საკრებულოს ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ერთ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. 4. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისთვის. 5. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 142-ე მუხლით. კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 ივნ. 2026 – 1 ნოე. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 29 დეკ. 2025 – 3 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37672369497130164144169163
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა