საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 164. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში.

2.პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობისა და თბილისის საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვს მხოლოდ პარტიას.

3.თბილისის საკრებულოს ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ერთ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

4.თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისთვის.

5.თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 142-ე მუხლით. კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2025 – 1 ნოე. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6740684912148163165164
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს რესპუბლიკი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა