საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 38. ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი აღნიშნული სიების ამ კანონით დადგენილი წესით მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – მისი შედგენისთანავე გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში თვალსაჩინო ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სიებში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე ამ სიებში გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც: ა) სხვა სახელმწიფოში დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“; ბ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „იმყოფება უცხოეთში“; გ) რეგისტრირებულია საზღვარგარეთ, აღინიშნება „რეგისტრირებულია საზღვარგარეთ“; დ) იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შენაერთების წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“; ე) შეყვანილია ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, აღინიშნება „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“ ან „პატიმრობაშია“; ვ) შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, აღინიშნება „გადასატანი ყუთი“. თავი V. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი აღნიშნული სიების ამ კანონით დადგენილი წესით მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – მისი შედგენისთანავე გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში თვალსაჩინო ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სიებში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე ამ სიებში გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც: ა) სხვა სახელმწიფოში დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“; ბ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „იმყოფება უცხოეთში“; გ) რეგისტრირებულია საზღვარგარეთ, აღინიშნება „რეგისტრირებულია საზღვარგარეთ“; დ) იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შენაერთების წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“; ე) შეყვანილია ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, აღინიშნება „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“ ან „პატიმრობაშია“; ვ) შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, აღინიშნება „გადასატანი ყუთი“. თავი V. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2523211110437342941403338
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …რეფერენდუმის შესახებთავისუფლების ქარტიაპენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა