რეფერენდუმის შესახებ

მუხლი 23. კენჭისყრის მოწყობა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რეფერენდუმის დღეს კენჭისყრა წარმოებს 8 საათიდან 20 საათამდე.

2.კენჭისყრა ეწყობა სპეციალურად გამოყოფილ შენობაში, სადაც მოწყობილია საკმაო რაოდენობის კაბინები ან ოთახები ფარული კენჭისყრისათვის. განისაზღვრება ბიულეტენის გაცემის ადგილი, იდგმება ყუთი და თვალსაჩინო ადგილზე გამოიკვრება სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხების ტექსტი.

3.თითოეული ამომრჩეველი კენჭს უყრის პირადად. სარეფერენდუმო ბიულეტენებს იძლევა საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) წარდგენის შემთხვევაში. სარეფერენდუმო ბიულეტენის მიღებას ამომრჩეველი ადასტურებს სიაში ხელმოწერით.

4.იმ შემთხვევაში, როცა ამომრჩეველს არ შეუძლია კენჭისყრის მოწყობის ადგილზე მისვლა, მისი თხოვნით საუბნო საარჩევნო კომისია ავალებს თავის ორ წევრს მაინც მოაწყონ კენჭისყრა ამ ამომრჩევლის ყოფნის ადგილზე სიის დანართის საფუძველზე, რისთვისაც გამოიყენება ერთი გადასატანი კენჭისყრის ყუთი.

5.პასუხისმგებლობა კენჭისყრის სათანადო ორგანიზაციისათვის ეკისრებათ საუბნო საარჩევნო კომისებს. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რეფერენდუმის დღეს კენჭისყრა წარმოებს 8 საათიდან 20 საათამდე. 2. კენჭისყრა ეწყობა სპეციალურად გამოყოფილ შენობაში, სადაც მოწყობილია საკმაო რაოდენობის კაბინები ან ოთახები ფარული კენჭისყრისათვის. განისაზღვრება ბიულეტენის გაცემის ადგილი, იდგმება ყუთი და თვალსაჩინო ადგილზე გამოიკვრება სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხების ტექსტი. 3. თითოეული ამომრჩეველი კენჭს უყრის პირადად. სარეფერენდუმო ბიულეტენებს იძლევა საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) წარდგენის შემთხვევაში. სარეფერენდუმო ბიულეტენის მიღებას ამომრჩეველი ადასტურებს სიაში ხელმოწერით. 4. იმ შემთხვევაში, როცა ამომრჩეველს არ შეუძლია კენჭისყრის მოწყობის ადგილზე მისვლა, მისი თხოვნით საუბნო საარჩევნო კომისია ავალებს თავის ორ წევრს მაინც მოაწყონ კენჭისყრა ამ ამომრჩევლის ყოფნის ადგილზე სიის დანართის საფუძველზე, რისთვისაც გამოიყენება ერთი გადასატანი კენჭისყრის ყუთი. 5. პასუხისმგებლობა კენჭისყრის სათანადო ორგანიზაციისათვის ეკისრებათ საუბნო საარჩევნო კომისებს. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 24 სექ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 1996 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37222124819065726472868523
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …რეფერენდუმის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა