Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეფერენდუმის შესახებმუხლი 25

რეფერენდუმის შესახებ

მუხლი 25. კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.კენჭისყრის შედეგების დათვლა ხდება საარჩევნო უბნების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ. კენჭისყრის დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიები ითვლიან გამოუყენებელ ბიულეტენებს.

2.საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, ხოლო ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით – კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.

3.ამ რაოდენობების დადგენის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთები. ბიულეტენების დათვლა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად.

4.საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ყუთებში არსებული ბიულეტენების საფუძველზე ადგენს: ა) იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას; ბ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ; გ) ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას.

5.ბათილად ცნობენ დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებს, აგრეთვე ბიულეტენებს, რომლებშიც შემოხაზულია პასუხის ორივე ვარიანტი ან არც ერთი არ არის შემოხაზული. სარეფერენდუმო ბიულეტენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია.

6.საუბნო საარჩევნო კომისია ხმის დათვლის შედეგებს დაუყოვნებლივ იხილავს თავის სხდომაზე და ადგენს ოქმს. ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება; სარეფერენდუმო უბნის ნომერი; ბ) რეფერენდუმის დასახელება; გ) საუბნო სარეფერენდუმო კომისიის ბეჭდისა და რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები; დ) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; ე) სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; ვ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ერთიან და სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობების ჯამი); ზ) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (სიებში ხელმოწერების მიხედვით); თ) მიღებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; ი) გამოუყენებელ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; კ) გაფუჭებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; ლ) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; მ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას; ნ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ; ო) ოქმის შედგენის დრო და თარიღი; პ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას); ჟ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და დრო (აღინიშნება ოქმის გაცემისას).

7.ოქმს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმი და დათვლილი ბიულეტენები ეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კენჭისყრის შედეგების დათვლა ხდება საარჩევნო უბნების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ. კენჭისყრის დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიები ითვლიან გამოუყენებელ ბიულეტენებს. 2. საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე ადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, ხოლო ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით – კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. 3. ამ რაოდენობების დადგენის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთები. ბიულეტენების დათვლა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად. 4. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ყუთებში არსებული ბიულეტენების საფუძველზე ადგენს: ა) იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას; ბ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ; გ) ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას. 5. ბათილად ცნობენ დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებს, აგრეთვე ბიულეტენებს, რომლებშიც შემოხაზულია პასუხის ორივე ვარიანტი ან არც ერთი არ არის შემოხაზული. სარეფერენდუმო ბიულეტენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. 6. საუბნო საარჩევნო კომისია ხმის დათვლის შედეგებს დაუყოვნებლივ იხილავს თავის სხდომაზე და ადგენს ოქმს. ოქმში აღინიშნება: ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება; სარეფერენდუმო უბნის ნომერი; ბ) რეფერენდუმის დასახელება; გ) საუბნო სარეფერენდუმო კომისიის ბეჭდისა და რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები; დ) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; ე) სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა; ვ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ერთიან და სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობების ჯამი); ზ) რეფერენდუმის მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (სიებში ხელმოწერების მიხედვით); თ) მიღებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; ი) გამოუყენებელ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; კ) გაფუჭებულ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; ლ) ბათილად ცნობილ სარეფერენდუმო ბიულეტენთა რაოდენობა; მ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას; ნ) იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს წინააღმდეგ; ო) ოქმის შედგენის დრო და თარიღი; პ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას); ჟ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და დრო (აღინიშნება ოქმის გაცემისას). 7. ოქმს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმი და დათვლილი ბიულეტენები ეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 24 სექ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 1996 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 22 ნოე. 2007
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 26

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №13

  • 1 ცვლილება · ბოლო 22 ნოე. 2007
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეფერენდუმის შესახებ

  • 26რეფერენდუმის შედეგების დადგენა საარჩევნო ოლქების მიხედვით
  • 27რეფერენდუმის შედეგების შეჯამება
  • 23კენჭისყრის მოწყობა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 75ხმების დათვლა
  • 133ხმების დათვლა საუბნო საარჩევნო კომისიაში
  • 134კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 77საუბნო
  • 72კენჭისყრისა
  • 78კენჭისყრისა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 92ხმების დათვლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 68ხმების დათვლა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 164ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16426272368927513313477727825
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026