საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 5. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).

2.სიტყვები − „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს მე-N/N-ე დღისა“ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის მომდევნო დღიდან ათვლას.

3.სიტყვები − „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არაუადრეს/არაუგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არაუადრეს/არაუგვიანეს მე-N/N-ე დღისა“ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის წინა დღიდან ათვლას.

4.ჩასატარებელი არჩევნებისთვის/რეფერენდუმისთვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები აითვლება არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით). 2. სიტყვები − „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს მე-N/N-ე დღისა“ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის მომდევნო დღიდან ათვლას. 3. სიტყვები − „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არაუადრეს/არაუგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არაუადრეს/არაუგვიანეს მე-N/N-ე დღისა“ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის წინა დღიდან ათვლას. 4. ჩასატარებელი არჩევნებისთვის/რეფერენდუმისთვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები აითვლება არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 29 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
157866347574625
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საგადასახა…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს საბაჟო კოდ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა