კანონით დადგენილი ვადების ათვლა 1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში , მათ შორის , სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები , გულისხმობს კალენდარულ დღეებს ( საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით ).
2.სიტყვები − „ მოცემული დღიდან N დღეში “, „ მოცემული დღიდან N დღის ვადაში “, „ მოცემული დღიდან არაუადრეს / არაუგვიანეს N დღისა “, „ მოცემული დღიდან არაუადრეს / არაუგვიანეს მე -N/N- ე დღისა “ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის მომდევნო დღიდან ათვლას .
3.სიტყვები − „ მოცემულ დღემდე N დღით ადრე “, „ მოცემულ დღემდე არაუადრეს / არაუგვიანეს N დღისა “, „ მოცემულ დღემდე არაუადრეს / არაუგვიანეს მე -N/N- ე დღისა “ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის წინა დღიდან ათვლას .
4.ჩასატარებელი არჩევნებისთვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები აითვლება არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან , თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი .
