ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი

მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის პრინციპი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 8 დეკ. 2012

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ადვოკატს უფლება არა აქვს პროფესიული რჩევა მისცეს ან წარმოადგინოს ორი ან მეტი კლიენტი ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეზე, თუკი აღნიშნული კლიენტების ინტერესებს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე. (08.12.2012) 2. ინტერესთა კონფლიქტი არსებობს იმ შემთხვევებშიც, როდესაც: ა) ადვოკატის ვალდებულებები ორი ან მეტი კლიენტის წარმომადგენლობისას ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგოა ან არსებობს ასეთი წინააღმდეგობის წარმოშობის მნიშვნელოვანი საფრთხე. ბ) კლიენტის ინტერესების შესაბამისად მოქმედების ვალდებულება ეწინააღმდეგება, ან არსებობს ასეთი წინააღმდეგობის წარმოშობის მნიშვნელოვანი საფრთხე ამ ადვოკატის ან მასთან დაკავშირებული პირის ინტერესებთან. (08.12.2012) 3. ერთ საადვოკატო ბიუროში (ოფისში, კანტორაში, იურიდიულ ფირმაში და ა.შ.) მომუშავე ადვოკატებს უფლება არა აქვთ მისცენ პროფესიული რჩევა ან წარმოადგინონ რამდენიმე პირი (კლიენტი) ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეზე, თუკი აღნიშნულ კლიენტებს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე. (08.12.2012) 4. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ინტერესთა კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის საფრთხე წარმოიშობა საქმის წარმოების პროცესში. (08.12.2012) 6. ადვოკატი ვალდებულია შეწყვიტოს ყველა კლიენტის საქმის წარმოება, რომელთა ინტერესებსაც იგი წარმოადგენდა, თუკი კლიენტებს შორის წარმოიქმნა ინტერესთა კონფლიქტი მოცემულ ან დაკავშირებულ საქმეზე და არსებობს ადვოკატის მიმართ ნდობის დარღვევის და/ან კონფიდენციალობის ხელყოფის საფრთხე. (08.12.2012)

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 8 დეკ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
863897441462211384106
მნიშვნელობით ახლოსადვოკატთა შესახებადვოკატთა პროფესიული ე…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს სისხლის სა…კონკურენციის შესახებსაჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა