Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 13

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 13. ინტერესთა კონფლიქტი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ეთიკა და ანტიკორუფციაკომერციული სასამართლობიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საჯარო შესყიდვის განხორციელებისას გაატაროს ინტერესთა კონფლიქტის ეფექტიანი პრევენციისთვის, იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიება.

2.ინტერესთა კონფლიქტი მოიცავს ნებისმიერ შემთხვევას, როდესაც შემსყიდველ ორგანიზაციაში ან/და ეკონომიკურ ოპერატორში დასაქმებულ პირს, რომელიც საჯარო შესყიდვის განხორციელებაში მონაწილეობს, შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით მოქმედებს ან/და რომელსაც შეუძლია შესყიდვის პროცედურების შედეგზე გავლენა მოახდინოს, აქვს პირდაპირი ან არაპირდაპირი, ფინანსური ან სხვა პერსონალური ინტერესი, რამაც საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას.

3.საჯარო შესყიდვის განხორციელებისას შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის წევრს ან/და მისი აპარატის წევრს, ექსპერტს, კონსულტანტს, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლისთვის პასუხისმგებელ პირსა და შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილ პირს, რომელიც ჩართულია საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში, ინტერესთა კონფლიქტი ექმნება აგრეთვე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოება: ა) იგი ან მისი ნათესავი არის ან ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელი, წილის მფლობელი, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ბ) იგი არის ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელის, წილის მფლობელის, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ნათესავი; გ) იგი ან მისი ნათესავი არის ეკონომიკური ოპერატორის, მისი ხელმძღვანელის, წილის მფლობელის, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის წარმომადგენელი; დ) იგი არის ეკონომიკური ოპერატორის, მისი ხელმძღვანელის, წილის მფლობელის, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის წარმომადგენლის ნათესავი; ე) იგი ეკონომიკურ ოპერატორთან, მის წარმომადგენელთან, ხელმძღვანელთან, წილის მფლობელთან, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ერთად არის სხვა ეკონომიკური ოპერატორის წილის მფლობელი, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ვ) იგი ეკონომიკურ ოპერატორთან, მის წარმომადგენელთან, ხელმძღვანელთან, წილის მფლობელთან, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ერთად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს სხვა ეკონომიკურ ოპერატორს; ზ) იგი თანამდებობრივად ექვემდებარება ეკონომიკური ოპერატორის ხელმძღვანელს, წილის მფლობელს, წევრს, მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, მათ წარმომადგენლებს ან ეს პირი/პირები ექვემდებარება/ექვემდებარებიან თანამდებობრივად მას; თ) იგი, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სხვაგვარად, პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს ეკონომიკურ ოპერატორს; ი) იგი, როგორც ფიზიკური პირი, თავად არის პრეტენდენტი/კანდიდატი საჯარო შესყიდვის პროცედურაში.

4.ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად მიიჩნევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული პირი, ხოლო „კონტროლი“ განიმარტება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

5.ინტერესთა კონფლიქტის პირობები ვრცელდება როგორც ეკონომიკურ ოპერატორზე, ისე ქვეკონტრაქტორსა და სხვა ეკონომიკურ ოპერატორზე, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ძირითადი ეკონომიკური ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად.

6.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საჯარო შესყიდვის განხორციელებისას სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით ელექტრონულ სისტემაში გამოაქვეყნოს ინფორმაცია შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის წევრის ან/და მისი აპარატის წევრის, ექსპერტის, კონსულტანტის, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლისთვის პასუხისმგებელი პირისა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირის შესახებ. ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პირი ვალდებულია ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა ხელწერილით დაადასტუროს. ხელწერილს როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია, ისე ეკონომიკური ოპერატორი სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით აქვეყნებს/ტვირთავს ელექტრონულ სისტემაში.

7.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემსყიდველ ორგანიზაციაში დასაქმებული პირი, შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის წევრი ან/და მისი აპარატის წევრი, ექსპერტი, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლისთვის პასუხისმგებელი პირი ან/და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირი, რომელსაც ინტერესთა კონფლიქტი ექმნება, ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილების შესახებ და აღარ მიიღოს მონაწილეობა შესაბამის საჯარო შესყიდვაში.

8.ეკონომიკურ ოპერატორს უფლება აქვს, დასვას ამ მუხლით გათვალისწინებული პირის აცილების საკითხი, თუ მას ინტერესთა კონფლიქტი ექმნება. შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის წევრის (ამ პირის მონაწილეობის გარეშე), შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის მთლიანი შემადგენლობის ან მისი აპარატის წევრის, შესყიდვების კომიტეტის მუშაობაში ჩართული ექსპერტისა და კონსულტანტის აცილების საკითხებს წყვეტს შესყიდვების კომიტეტი/ჟიური. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტის ან კონსულტანტის, რომელიც არ არის ჩართული შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის საქმიანობაში, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლისთვის პასუხისმგებელი პირის ან საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირის აცილების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი.

9.შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის მთელი შემადგენლობის ან იმ რაოდენობის წევრთა აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც კომიტეტს/ჟიურის გადაწყვეტილების მისაღებად არაუფლებამოსილს ხდის, იქმნება ახალი შესყიდვების კომიტეტი/ჟიური. შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის აპარატის ერთადერთი ან ყველა წევრის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში შესყიდვების კომიტეტის/ჟიურის ახალი აპარატი იქმნება. ექსპერტის, კონსულტანტის, შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების კონტროლისთვის პასუხისმგებელი პირის ან საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა უფლებამოსილი პირის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში განისაზღვრება შესაბამისი ახალი პირი.

10.ინტერესთა კონფლიქტის არსებობის, აგრეთვე შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის დეტალური წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ანტიკორუფციული პოლიტიკა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიზნეს დავები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №16

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საგადა… 19საქართველოს საგადა… 19მუხლი 19მუხლი 63

მიუთითებენ მასზე

მუხლი 58

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 12საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები
  • 49შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • 6ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 8ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები
  • 7შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 22ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

  • 10ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 11ინტერესთა კონფლიქტი

მეწარმეთა შესახებ

  • 208ინტერესთა კონფლიქტი

მაუწყებლობის შესახებ

  • 11კომისიის წევრისა და მისი აპარატის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

კონკურენციის შესახებ

  • 21ინტერესთა კონფლიქტი

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 62ინტერესთა კონფლიქტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1181911101962262212081963581213
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026