ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

მუხლი 7. საჩივარი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 23 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჩივარი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. საჩივრის ავტორს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ დამტკიცებული საჩივრის ფორმა.

2.საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის ვინაობას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას. (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა); ბ) განმცხადებლის წარმომადგენლის ვინაობას, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა), თუ განმცხადებელს ჰყავს წარმომადგენელი; გ) იმ ადვოკატის ვინაობას, რომლის წინააღმდეგაც არის საჩივარი წარმოდგენილი; დ) განმცხადებლის მოთხოვნას; ე) გარემოებებს, რომელსაც ეფუძნება მოთხოვნა; ვ) საჩივარზე დართული საბუთების ნუსხას, თუ ისინი თანდართულია, ასევე მოწმეთა ვინაობის შესახებ ინფორმაციას, თუ მათ შეუძლიათ საჩივარში მითითებული გარემოებების დადასტურება. ზ) განმცხადებლის ხელმოწერას.

3.განმცხადებელს შეუძლია მიუთითოს ადვოკატის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა), თუ ეს მისთვის ცნობილია;

4.განმცხადებელმა უნდა წარუდგინოს ეთიკის კომისიას მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს საჩივარში მითითებულ გარემოებებს.

5.საჩივარს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული საბუთი, თუ საჩივარი ეთიკის კომისიაში შეაქვს წარმომადგენელს.

6.ეთიკის კომისიაში საჩივარი და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნას 4 ეგზემპლარად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 23 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
821813963683019575⁵⁵13 (დ…1031014587
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …პენიტენციური კოდექსისაექიმო საქმიანობის შე…საქართველოს სისხლის სა…ადვოკატთა დისციპლინური…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა