Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსიმუხლი 396

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

მუხლი 396. საკასაციო საჩივრის შინაარსი

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:აპელაციის სტრატეგიააპელაციის ადვოკატურაგასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც შედგენილია საჩივარი; ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების დამდგენ სასამართლოზე; დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ე) მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და განმარტებას იმის თაობაზე, მოითხოვს თუ არა მომჩივანი გადაწყვეტილების გაუქმებასა თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი); ვ) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება; ზ) საკასაციო საჩივარზე დართულ წერილობითი მასალების ნუსხას; თ) საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.

1¹.საკასაციო საჩივარი შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებსა  და   მსგავს   სამართლებრივ  საკითხზე   ადამიანის   უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობის შესახებ.

2.წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.

3.თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

4.საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227 საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის კანონი № 259 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

წინა მუხლი 395შემდეგი მუხლი 397

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კასაციის აპელაციები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სააპელაციო საჩივრის შედგენა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უზენაესი სასამართლოს აპელაცია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №178

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 407მუხლი 404

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 368სააპელაციო საჩივრის შინაარსი
  • 391საკასაციო საჩივრის შეტანა
  • 389სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 301საკასაციო საჩივრის ფორმა
  • 302საკასაციო საჩივრის შეტანა
  • 293სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა და ფორმა

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75⁵⁵საჩივრის შინაარსი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 181ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 34¹საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში

პენიტენციური კოდექსი

  • 101საჩივრის შეტანის უფლება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 281²საჩივრის დასაშვებობა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 31¹—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18134¹281²40740436839138931¹30130229375⁵⁵101396
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საერთო სასამართლოების …საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025