1.სასამართლო სხდომის მდივანი ამოწმებს, გამოცხადდა თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირი, და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს; სხდომის თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტს; აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს.
2.სასამართლო სხდომის მდივანი ვალდებულია სრულად და სწორად დააფიქსიროს სასამართლო სხდომის ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება. მდივანს უფლება აქვს, ოქმის მომზადებისას გამოიყენოს სტენოგრაფია, დიქტოფონი და სხვა ტექნიკური საშუალებანი.
3.სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა შენიშვნები სასამართლო სხდომის ოქმთან დაკავშირებით განიხილოს მათი მოწვევის გარეშე. სასამართლო სხდომის მდივანი იძლევა წერილობით განმარტებებს.




