Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 9

პროკურატურის შესახებ

მუხლი 9. დაქვემდებარება და უფლებამოსილების დელეგირება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ყველა პროკურორი და პროკურატურის სხვა თანამშრომელი ექვემდებარება გენერალურ პროკურორს.

2.ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარება გულისხმობს: ა) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორისათვის პროკურატურის ორგანიზაციისა და საქმიანობის საკითხებზე მიცემულ მითითებათა შესრულების სავალდებულოობას; ბ) ქვემდგომი პროკურორის პასუხისმგებლობას ზემდგომი პროკურორის წინაშე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; გ) ზემდგომი პროკურორის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში ქვემდგომი პროკურორის უფლებამოსილებათა განხორციელებას ან ქვემდგომი პროკურორისათვის თავისი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებას; დ) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებისა და აქტის გაუქმებას, მათში ცვლილების შეტანას, მათი სხვა გადაწყვეტილებით ან აქტით შეცვლას; ე) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებასა და აქტზე საჩივრის განხილვას; ვ) ქვემდგომი პროკურორის მიერ ზემდგომი პროკურორისათვის თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის, ინფორმაციის, საქმისა და მასალის წარდგენას.

3.გენერალური პროკურორი უფლებამოსილია განსაზღვროს ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარების სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამ კანონს.

4.ქვემდგომი პროკურორი და პროკურატურის სხვა თანამშრომელი ვალდებული არიან შეასრულონ ზემდგომი პროკურორის ყველა კანონიერი მოთხოვნა და მითითება.

5.პროკურატურის ორგანოების სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ყველა პროკურორი და პროკურატურის სხვა თანამშრომელი ექვემდებარება გენერალურ პროკურორს. 2. ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარება გულისხმობს: ა) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორისათვის პროკურატურის ორგანიზაციისა და საქმიანობის საკითხებზე მიცემულ მითითებათა შესრულების სავალდებულოობას; ბ) ქვემდგომი პროკურორის პასუხისმგებლობას ზემდგომი პროკურორის წინაშე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; გ) ზემდგომი პროკურორის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში ქვემდგომი პროკურორის უფლებამოსილებათა განხორციელებას ან ქვემდგომი პროკურორისათვის თავისი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებას; დ) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებისა და აქტის გაუქმებას, მათში ცვლილების შეტანას, მათი სხვა გადაწყვეტილებით ან აქტით შეცვლას; ე) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებასა და აქტზე საჩივრის განხილვას; ვ) ქვემდგომი პროკურორის მიერ ზემდგომი პროკურორისათვის თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის, ინფორმაციის, საქმისა და მასალის წარდგენას. 3. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია განსაზღვროს ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარების სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამ კანონს. 4. ქვემდგომი პროკურორი და პროკურატურის სხვა თანამშრომელი ვალდებული არიან შეასრულონ ზემდგომი პროკურორის ყველა კანონიერი მოთხოვნა და მითითება. 5. პროკურატურის ორგანოების სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 დეკ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №16

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 15გენერალური პროკურორი
  • 10გენერალური პროკურატურა
  • 76პროკურატურის თანამშრომლის პასუხისმგებლობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი
  • 37გამომძიებელი
  • 35საგამოძიებო ქვემდებარეობა

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ

  • 21საპროკურორო ზედამხედველობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა
  • 63მოსამართლე

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 235საპროკურორო ზედამხედველობა კანონების შესრულებაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისას

სამხედრო პროკურატურის შესახებ

  • 8

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 49საპროკურორო ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2123565633337354915107689
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებოპერატიულ-სამძებრო საქ…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს ადმინისტრა…სამხედრო პროკურატურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026