Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროკურატურის შესახებმუხლი 15

პროკურატურის შესახებ

მუხლი 15. გენერალური პროკურორი

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.

2.გენერალური პროკურორი: ა) თანამდებობაზე ნიშნავს, აწინაურებს, ათავისუფლებს და პროკურატურიდან ითხოვს პროკურატურის თანამშრომლებს; ბ) განსაზღვრავს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებებს; გ) გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) ახდენს ცალკეულ უფლებამოსილებათა დელეგირებას; ე) ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, მის სტრუქტურულ დანაყოფებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას, საშტატო ნუსხასა და უფლებამოსილებებს; ვ) პასუხისმგებელია პროკურატურის საქმიანობაზე; ზ) საქართველოს ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობებში წარმოადგენს პროკურატურას და საჭიროების შემთხვევაში ანიჭებს პროკურატურის წარმომადგენლობის უფლებამოსილებას; თ) სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს და ამტკიცებს მის სახელმძღვანელო პრინციპებს; ი) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო წოდების ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ დანაშაულის ჩადენისას; კ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ატარებს სხვა საპროცესო მოქმედებებს; ლ) განიხილავს საჩივრებსა და განცხადებებს; მ) განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას; ნ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო აქტებს; ო) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელსაც სასამართლოში შეაქვს განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ; ო 1 ) ნიშნავს ან განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს; პ) მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილების შესახებ დავის თაობაზე; ჟ) იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს პროკურორთა კონფერენციას; რ) პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს, განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს; ს) ამტკიცებს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსს და წყვეტს პროკურატურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხს, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისისა; ტ) განსაზღვრავს პროკურატურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესს, ანიჭებს და ჩამოართმევს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, აგრეთვე წარადგენს მათ საპატიო წოდებებისა და საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად; ტ 1 ) პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს ანიჭებს რანგს, აწინაურებს რანგში, აქვეითებს რანგში ან უცვლელად ტოვებს რანგში; უ) გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში განსაზღვრავს საშტატო ნუსხას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ფ) აჯილდოებს პროკურატურის თანამშრომლებს; ქ) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ და მათ საქართველოს მთავრობას წარუდგენს; ღ) ამტკიცებს პროკურატურის საქმიანობის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; ყ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას, ორგანიზებას უწევს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადებას, ხელს უწყობს კრიმინოლოგიური კვლევების ჩატარებას და მეცნიერულ-ტექნიკური სიახლეების ადაპტირებისა და დანერგვის პროცესს; შ) ამტკიცებს პროკურატურის თანამშრომელთა მიღების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის), რეორგანიზაციის, შტატების შემცირების, რანგირების წესებსა და პროკურორთა/პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემას; ჩ) ამტკიცებს საკონკურსო მოთხოვნებს, განსაზღვრავს მისი ჩატარების წესს; ც) განსაზღვრავს სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს; ძ) განსაზღვრავს პროკურატურის საინფორმაციო პოლიტიკას; წ) განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამის ზომებს და ელექტ­რო­ნული სისტემების წარმოების წესს; ჭ) უზრუნველყოფს საპროკურორო საბჭოსთვის და საქართველოს პარლამენტისთვის პროკურატურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას უშუალოდ, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში − გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის მეშვეობით; ხ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

4.გენერალური პროკურორის საქმიანობაში უკანონო ჩარევა დაუშვებელია.

5.სახელმწიფო ვალდებულია გენერალური პროკურორის პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №665 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1339 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1319 – ვებგვერდი, 23.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი. 2. გენერალური პროკურორი: ა) თანამდებობაზე ნიშნავს, აწინაურებს, ათავისუფლებს და პროკურატურიდან ითხოვს პროკურატურის თანამშრომლებს; ბ) განსაზღვრავს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებებს; გ) გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) ახდენს ცალკეულ უფლებამოსილებათა დელეგირებას; ე) ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, მის სტრუქტურულ დანაყოფებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას, საშტატო ნუსხასა და უფლებამოსილებებს; ვ) პასუხისმგებელია პროკურატურის საქმიანობაზე; ზ) საქართველოს ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობებში წარმოადგენს პროკურატურას და საჭიროების შემთხვევაში ანიჭებს პროკურატურის წარმომადგენლობის უფლებამოსილებას; თ) სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს და ამტკიცებს მის სახელმძღვანელო პრინციპებს; ი) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის სხვა წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო წოდების ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის ან პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მიერ დანაშაულის ჩადენისას; კ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ატარებს სხვა საპროცესო მოქმედებებს; ლ) განიხილავს საჩივრებსა და განცხადებებს; მ) განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას; ნ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო აქტებს; ო) ნიშნავს სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს, რომელსაც სასამართლოში შეაქვს განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ; ო 1 ) ნიშნავს ან განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს; პ) მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილების შესახებ დავის თაობაზე; ჟ) იწვევს და თავმჯდომარეობს საქართველოს პროკურორთა კონფერენციას; რ) პროკურატურის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოებს, განსაზღვრავს მათი საქმიანობის წესს; ს) ამტკიცებს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსს და წყვეტს პროკურატურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხს, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისისა; ტ) განსაზღვრავს პროკურატურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესს, ანიჭებს და ჩამოართმევს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, აგრეთვე წარადგენს მათ საპატიო წოდებებისა და საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად; ტ 1 ) პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს ანიჭებს რანგს, აწინაურებს რანგში, აქვეითებს რანგში ან უცვლელად ტოვებს რანგში; უ) გამოყოფილი შრომის ანაზღაურების ფონდის ფარგლებში განსაზღვრავს საშტატო ნუსხას, საშტატო ერთეულების რაოდენობას და პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ფ) აჯილდოებს პროკურატურის თანამშრომლებს; ქ) შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ და მათ საქართველოს მთავრობას წარუდგენს; ღ) ამტკიცებს პროკურატურის საქმიანობის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას; ყ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ ანგარიშგებას, ორგანიზებას უწევს საპროკურორო და საგამოძიებო პრაქტიკის განზოგადებას, ხელს უწყობს კრიმინოლოგიური კვლევების ჩატარებას და მეცნიერულ-ტექნიკური სიახლეების ადაპტირებისა და დანერგვის პროცესს; შ) ამტკიცებს პროკურატურის თანამშრომელთა მიღების, კონკურსის, შიდა კონკურსის, დაწინაურების, დაქვეითების, თანამდებობრივი გადაადგილების (როტაციის), რეორგანიზაციის, შტატების შემცირების, რანგირების წესებსა და პროკურორთა/პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემას; ჩ) ამტკიცებს საკონკურსო მოთხოვნებს, განსაზღვრავს მისი ჩატარების წესს; ც) განსაზღვრავს სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს; ძ) განსაზღვრავს პროკურატურის საინფორმაციო პოლიტიკას; წ) განსაზღვრავს ინფორმაციული უსაფრთხოების შესაბამის ზომებს და ელექტ­რო­ნული სისტემების წარმოების წესს; ჭ) უზრუნველყოფს საპროკურორო საბჭოსთვის და საქართველოს პარლამენტისთვის პროკურატურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას უშუალოდ, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში − გენერალური პროკურორის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის მეშვეობით; ხ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად. 4. გენერალური პროკურორის საქმიანობაში უკანონო ჩარევა დაუშვებელია. 5. სახელმწიფო ვალდებულია გენერალური პროკურორის პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №665 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1339 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
  2. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
  3. 19 დეკ. 2023
  4. 1 მარ. 2022· გამოქვეყნდა 13 იან. 2022
  5. 8 ივლ. 2021· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2021
წინა მუხლი 14შემდეგი მუხლი 16

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №16

0
ციტირებულია მუხლი
5
ცვლილება
ბოლო 2025-12-23
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

პროკურატურის შესახებ

  • 10გენერალური პროკურატურა
  • 9დაქვემდებარება და უფლებამოსილების დელეგირება
  • 4პროკურატურის ამოცანები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 33პროკურორი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა

სამხედრო პროკურატურის შესახებ

  • 12სამხედრო პროკურატურის ორგანოების სისტემას ხელმძღვანელობს მთავარი სამხედრო პროკურორი.
  • 11მთავარ სამხედრო პროკურორს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის წარდგინებით.
  • 6სამხედრო პროკურატურის ორგანოები კანონით დადგენილი წესით იხილავენ საჩივრებს, წინადადებებსა და განცხადებებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 186საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევა
  • 168საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში

თავდაცვის კოდექსი

  • 20საპროცესო ხელმძღვანელობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 235საპროკურორო ზედამხედველობა კანონების შესრულებაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისას

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23565331094121162018616815
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…სამხედრო პროკურატურის …საქართველოს პარლამენტი…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026