Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 13

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 13. საქმის განხილვის საქვეყნოობა

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026
თემები:გასვლის დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹45

1.სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე.

2.დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3.სასამართლო გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ.

3¹.სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. არავის არ აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამავე პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია: ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები; ბ) პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები; გ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4.( ამოღებულია – 06.03.2013, №260 ) .

5.სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2013 წლის 6 მარტის ორგანული კანონი №260 - ვებგვერდი, 20.03.2013წ. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4218 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 ნოე. 2023 – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 21 თებ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    13 მუხლის 3¹ პუნქტში აქტის სრული ტექსტის გასაჯაროებისა და დეპერსონალიზებული ტექსტის გამოქვეყნების მომენტი აქტის მიღებიდან საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზეა გადატანილი.

  2. 12 ივნ. 2024

    მე-3¹ პუნქტში სასამართლო აქტის სრული ტექსტი საჯარო ინფორმაცია აქტის მიღებისთანავე ხდება და არა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას; დაემატა დეპერსონალიზაციის გარეშე გამოქვეყნების აკრძალვა, ხოლო დეპერსონალიზებული ტექსტი ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე.

  3. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023
  4. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  5. 20 მაი. 2013

    მე-13 მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი, რომელიც სასამართლოში და სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღებას ამ კანონით დადგენილ წესს უქვემდებარებს.

  6. 20 მარ. 2013

    მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი სრულად ამოღებულია, მათ შორის სხდომის გადაღების აკრძალვა და აუდიოჩაწერის შესახებ დებულებები.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 13¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • IPO-სთვის მომზადება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 6 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • 9 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 4სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 10საქვეყნოობა
  • 28საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
  • 44პერსონალური მონაცემების საიდუმლოება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 182სასამართლო სხდომის საჯაროობა # # #
  • 10სასამართლო სხდომის საჯაროობა და ზეპირობა
  • 192სასამართლო სხდომაზე განჩინების გამოტანის წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 9სამოქალაქო პროცესის საქვეყნოობა და სამართალწარმოების ენა
  • 78საჯარო შეტყობინება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 27

მაუწყებლობის შესახებ

  • 7კომისიის სხდომა. ინფორმაციის კონფიდენციალობა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 20¹სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის განხილვის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10284420¹97872718210192413
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საკონსტიტუ…მაუწყებლობის შესახებსაერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026