1.მოსამართლესთან ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვის უფლებამოსილების მქონე მოსამართლე ვალდებულია დაჯარიმების შესახებ განკარგულება, აგრეთვე ამ თავის გამოყენების შესახებ ნებისმიერი სხვა სტატისტიკური ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.
2.მოსამართლესთან ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაცია საჯაროა, გარდა ინფორმაციისა იმ მოსამართლის ვინაობის შესახებ, რომელთანაც განხორციელდა კომუნიკაცია, და ინფორმაციისა იმ საქმის შესახებ, რომლის თაობაზედაც განხორციელდა კომუნიკაცია.
3.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ამ თავის გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის ერთიან ბაზას, რომელიც შეიცავს აგრეთვე ინფორმაციას ამ თავით დადგენილი წესით დაჯარიმებულ პირთა ვინაობის თაობაზე.“.“. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3796 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
