საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 72¹². მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიაგიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილი

1.ამ მუხლში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ღონისძიების ორგანიზატორი − ნებისმიერი სუბიექტი (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, იურიდიული პირის ფილიალი, ორგანიზაცია, დაწესებულება, სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლობა და ა. შ.), რომელიც დაინტერესებულია თავის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მოსამართლის მონაწილეობით; ბ) ღონისძიება − ნებისმიერი ხასიათის ვიზიტი, საქმიანი შეხვედრა, სამუშაო შეხვედრა, კონფერენცია, ტრენინგი, ლექცია, სემინარი და სხვა მსგავსი ღონისძიება; გ) მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია − ღონისძიებაში შესაბამისი მოსამართლის მონაწილეობის მიზნით ღონისძიების ორგანიზატორის მიერ ამ მოსამართლესთან კომუნიკაციის განხორციელება.

2.აკრძალულია მოსამართლესთან სპეციალური კომუნიკაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩართულობის გარეშე.

3.ღონისძიების ორგანიზატორი ღონისძიების განხორციელებამდე გონივრული ვადით ადრე ღონისძიების შესახებ ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შეტყობინება გულისხმობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ღონისძიების თაობაზე შემდეგი ინფორმაციის წარდგენას: ა) ღონისძიების არსის, მიზნისა და დღის წესრიგის შესახებ (ღონისძიების განხორციელების დროის, ხანგრძლივობის, პერიოდულობისა და ადგილის მითითების ჩათვლით); ბ) ღონისძიებაში მონაწილე პირების (ტექნიკური პერსონალის გარდა) ვინაობის შესახებ (მათი თანამდებობის ან სხვა სტატუსის მითითების ჩათვლით); გ) ღონისძიებაში მოსამართლის (მოსამართლეების) მონაწილეობის მოთხოვნის შესახებ, ამ ღონისძიებაში მისი (მათი) როლის აღწერით.

4.კონკრეტული მოსამართლეების შესაბამის ღონისძიებაში მონაწილეობის საკითხს წყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ღონისძიებაში მოსამართლის მონაწილეობაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის სასწავლო შვებულებაში ან სამსახურებრივ მივლინებაში გასვლის შესახებ ბრძანება არ გამოიცემა.

5.თუ ღონისძიების ორგანიზატორი მოსამართლესთან განახორციელებს სპეციალურ კომუნიკაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ამ მუხლით დადგენილი წესით მიმართვის გარეშე ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის მიუხედავად, მოსამართლე ვალდებულია ღონისძიების ორგანიზატორს განუცხადოს, რომ მასთან კომუნიკაცია არასათანადო კომუნიკაციაა და ამ კომუნიკაციის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ასეთ შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებაში ამ მოსამართლის მონაწილეობის საკითხი აღარ განიხილება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №921 – ვებგვერდი, 02.07.2025წ. თავი XIII. უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელი, სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 4 აგვ. 2010 – 2 ივლ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

  3. … – 4 აგვ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    ახალი 72¹² მუხლი აწესრიგებს ღონისძიებაში მოსამართლის მონაწილეობის მიზნით კომუნიკაციას: აკრძალულია იგი საბჭოს გარეშე, დადგენილია შეტყობინების შინაარსი, გადაწყვეტილების მიმღები და მოსამართლის ვალდებულება არასათანადო კომუნიკაციისას.

  2. მე-4 პუნქტით მონაწილეობის საკითხს მდივნის ნაცვლად უმაღლესი საბჭო წყვეტს; მე-5 პუნქტით არასათანადო კომუნიკაციის შესახებ მოსამართლე უმაღლეს საბჭოს აცნობებს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14⁷2182032685872¹1¹72²24272¹²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს სისხლის სა…მომხმარებლის უფლებების…მაუწყებლობის შესახებმედიაციის შესახებელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა